https://sputnik-georgia.com/20240325/ratom-da-rodis-aikrzaleba-lgbt-propaganda-saqartveloshi-287018468.html
რატომ და როდის აიკრძალება ლგბტ-პროპაგანდა საქართველოში?
რატომ და როდის აიკრძალება ლგბტ-პროპაგანდა საქართველოში?
Sputnik საქართველო
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და... 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T18:31+0400
2024-03-25T18:31+0400
2024-03-25T18:31+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპულად უნდა დაიცვას ოჯახის ღირებულებები და მომავალი თაობა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.პოლიტიკოსმა ასე განმარტა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის და ყოველივე ამის პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში.„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.„ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა, სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა მდინარაძემ.პოლიტიკოსის თქმით, მმართველ პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რომლის გარეშეც იგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს. ამისთვის საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.უკვე წელს იგეგმება რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებების მიღება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან შედარებით გაცილებით კონკრეტული იქნება.რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს: 1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება. 5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
რატომ და როდის აიკრძალება ლგბტ-პროპაგანდა საქართველოში?
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპულად უნდა დაიცვას ოჯახის ღირებულებები და მომავალი თაობა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკოსმა ასე განმარტა მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლის და ყოველივე ამის პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში.
„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დაიცვას ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ ამ ადამიანებს და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დაიცვას ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან", - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს ათეულობით კანონში, ასევე ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში, რათა შექმნას ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.
„ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა, სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის, ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, მმართველ პარტიას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რომლის გარეშეც იგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებს. ამისთვის საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ამ ან შემდეგი მოწვევის პარლამენტში იყოს მიღებული. მანამდე კი ამ პარლამენტში, კანონის დონეზე, რომელიც მოითხოვს 76 ხმას, შესაბამისი ნორმები აუცილებლად იქნება მიღებული", - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
უკვე წელს იგეგმება რამდენიმე ათეულ კანონში ცვლილებების მიღება, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან შედარებით გაცილებით კონკრეტული იქნება.
რაც შეეხება ქვეყნის მთავარ კანონს, მმართველი პარტია ორი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთის მიხედვით, კონსტიტუციის 30-ე მუხლში მესამე პუნქტი გაჩნდება შემდეგი შინაარსით: „ოჯახური ფასეულობები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
მეორე კანონპროექტი რვა პუნქტს მოიცავს:
1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.