ქობულეთში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ავტოავარია სოფელ ოჩხამურთან დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0