https://sputnik-georgia.com/20240325/papuashvili-opoziciam-ucxoetidan-shemovliti-gzit-pulis-shovnis-gza-ipova-287020134.html
პაპუაშვილი: ოპოზიციამ უცხოეთიდან შემოვლითი გზით ფულის შოვნის გზა იპოვა
პაპუაშვილი: ოპოზიციამ უცხოეთიდან შემოვლითი გზით ფულის შოვნის გზა იპოვა
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის განცხადებით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება. 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T20:00+0400
2024-03-25T20:00+0400
2024-03-25T20:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043312_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_57cf5f23e9af79cd9b34bc11b950ebd2.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.პოლიტიკოსის თქმით, საკუთარი „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, აქვთ ისეთ პარტიებს, როგორებიც არიან „დროა“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ა.შ.„ჩვენ ამდენი ხანია მოვუწოდებთ საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომ დააკვირდნენ ამ პროცესს და უზრუნველყონ ასეთი ტიპის დაფინანსების გამჭვირვალობა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფული მიედინება პარტიაში, შეწყდეს დაფინანსება", - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის დარღვევა, საიდანაც ეს ფული მოედინება.როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ნაწილია ასეთი სქემების მონაწილე და, მათ შორის ისინი, ვისაც პირდაპირ აქვს პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე.„წესით, ისინი რეალურად აღარც შეიძლება ჩაითვალონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად. ეს არის მხოლოდ მცირე, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ყველაზე მდიდარი ნაწილი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი, იმისთვის რომ ცუდი გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ პროცესზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043312_45:117:1028:854_1920x0_80_0_0_cf117c729f4cc23e2644572e18d85cea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ოპოზიციამ უცხოეთიდან შემოვლითი გზით ფულის შოვნის გზა იპოვა
მმართველი პარტიის განცხადებით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ პარტიას აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული შემოდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„პოლიტიკური პარტიების შემოვლითი გზით დაფინანსების საკითხზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და კონკრეტული მაგალითებიც მოგვყავს... ნებისმიერი ოპოზიციური პარტია დაასახელეთ, ფაქტობრივად, ყველას აქვს ისეთი „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება", - განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, საკუთარი „ენჯეოები“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, აქვთ ისეთ პარტიებს, როგორებიც არიან „დროა“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“ და ა.შ.
„ჩვენ ამდენი ხანია მოვუწოდებთ საელჩოებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომ დააკვირდნენ ამ პროცესს და უზრუნველყონ ასეთი ტიპის დაფინანსების გამჭვირვალობა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ფული მიედინება პარტიაში, შეწყდეს დაფინანსება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, არამედ იმ ქვეყნების კანონმდებლობის დარღვევა, საიდანაც ეს ფული მოედინება.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, საბედნიეროდ, არასამთავრობო სექტორის მხოლოდ ნაწილია ასეთი სქემების მონაწილე და, მათ შორის ისინი, ვისაც პირდაპირ აქვს პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე.
„წესით, ისინი რეალურად აღარც შეიძლება ჩაითვალონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად. ეს არის მხოლოდ მცირე, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, ყველაზე მდიდარი ნაწილი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი, იმისთვის რომ ცუდი გავლენა ჰქონდეს ამა თუ იმ პროცესზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.