პაპუაშვილი: მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
1990 წელს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც მეხუთე საუკუნიდან არსებობს, მსოფლიო საპატრიარქომ დაადასტურა
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ქვეყნის იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24-25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისტორიული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა.
„ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობების ვალია, აღარასდროს დავუშვათ ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის რღვევა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის შერყევა და მისი დაკნინება, გვახსოვდეს ჩვენ დიდ წინაპართა ღვაწლი გაწეული დედა ეკლესიისთვის, როგორც ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის არსებობის მტკიცე გარანტისთვის“, - დაწერა პაპუაშვილმა.
ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო, რუსეთის საიმპერატორო კარმა კი1811 წელს უკანონოდ გააუქმა, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 106-წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქად 1917 წლის 1 ოქტომბერს კირიონ II აირჩიეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო. 1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.
ყველა ახალი ამბავი
0