https://sputnik-georgia.com/20240325/nikoloz-basilashvili-atp-reitingshi-dawinaurda-287015971.html
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა
Sputnik საქართველო
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო, ხოლო მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T16:00+0400
2024-03-25T16:00+0400
2024-03-25T16:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ მურსიაში გამართული ჩელენჯერის ტურნირის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა.ბასილაშვილმა მურსიაში ექვსი შეხვედრა მოიგო, ფინალში გავიდა, სადაც 19 წლის პორტუგალიელ ენრიკე როკასთან სამ სეტში დამარცხდა.ამჟამად ქართველ ჩოგბურთელს ATP-ის რეიტინგში 61 ქულა აქვს და მსოფლიოს 585-ე ჩოგანია. გასულ კვირას ის კლასიფიკაციაში 1086-ე გახლდათ.ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა ნეაპოლის 125-ქულიან ტურნირში ჩაერთვება. ქართველის პირველი მეტოქე ტუნისელი ჩოგბურთელი აზიზ დუგაზი იქნება.2023 წლის გაზაფხულზე ბასილაშვილმა იდაყვის ტრავმა მიიღო, ზაფხულში ორი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო.თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ამ დროისთვის კლასიფიკაციაში 869-ე პოზიციას იკავებს.2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო, ხოლო მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ესპანეთის ქალაქ მურსიაში გამართული ჩელენჯერის ტურნირის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 501 პოზიციით დაწინაურდა.
ბასილაშვილმა მურსიაში ექვსი შეხვედრა მოიგო, ფინალში გავიდა, სადაც 19 წლის პორტუგალიელ ენრიკე როკასთან სამ სეტში დამარცხდა.
ამჟამად ქართველ ჩოგბურთელს ATP-ის რეიტინგში 61 ქულა აქვს და მსოფლიოს 585-ე ჩოგანია. გასულ კვირას ის კლასიფიკაციაში 1086-ე გახლდათ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა ნეაპოლის 125-ქულიან ტურნირში ჩაერთვება. ქართველის პირველი მეტოქე ტუნისელი ჩოგბურთელი აზიზ დუგაზი იქნება.
2023 წლის გაზაფხულზე ბასილაშვილმა იდაყვის ტრავმა მიიღო, ზაფხულში ორი ოპერაცია გადაიტანა და კორტზე დაბრუნება მხოლოდ ოქტომბერში შეძლო.
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი მსოფლიო რეიტინგში. ამ დროისთვის კლასიფიკაციაში 869-ე პოზიციას იკავებს.
2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანი აღარ არის - მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.