https://sputnik-georgia.com/20240325/moskovshi-teraqts-qartveli-sheewira-287021212.html
„დნმ-ით ამოიცნეს": მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა
„დნმ-ით ამოიცნეს": მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
წყვილი „კროკუსში" დაბადების დღეს აღნიშნავდა 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T18:00+0400
2024-03-25T18:00+0400
2024-03-25T18:04+0400
საქართველო
რუსეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/18/287003487_0:0:3115:1753_1920x0_80_0_0_1163a9b5a26751afb9daeb55a5138d6b.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლი ქართველი ქალი გახდა, რომელიც კონცერტზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში დაღუპულის დამ ნინო მამისაშვილმა.სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა 180-ს მიაღწია.მამისაშვილის თქმით, ტერორისტებმა ირინა და მისი ქმარი რომან სოკოლოვი შენობის დერეფანში ჩაცხრილეს. დაქორწინებული წყვილი „კროკუსში" დაბადების დღეს აღნიშნვდა. როგორც მამისაშვილმა განაცხადა, დაღუპულთა ცხედრები იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ოჯახს მათი ამოცნობა გაუჭირდა.წყვილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ და მათთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.ტერაქტი „კროკუსში”ტერაქტის ოთხივე მონაწილე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/18/287003487_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_c83a9a4fa1fe577d6fc6959aa4c71606.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
„დნმ-ით ამოიცნეს": მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ქართველი ქალი ემსხვერპლა
18:00 25.03.2024 (განახლებულია: 18:04 25.03.2024) წყვილი „კროკუსში" დაბადების დღეს აღნიშნავდა
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლი ქართველი ქალი გახდა, რომელიც კონცერტზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, განაცხადა ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში დაღუპულის დამ ნინო მამისაშვილმა.
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 137 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთა რაოდენობა 180-ს მიაღწია.
მამისაშვილის თქმით, ტერორისტებმა ირინა და მისი ქმარი რომან სოკოლოვი შენობის დერეფანში ჩაცხრილეს. დაქორწინებული წყვილი „კროკუსში" დაბადების დღეს აღნიშნვდა. როგორც მამისაშვილმა განაცხადა, დაღუპულთა ცხედრები იმდენად იყო დასახიჩრებული, რომ ოჯახს მათი ამოცნობა გაუჭირდა.
„ტყვია ზურგში აქვთ მოხვედრილი, ალბათ, გაქცევის დროს. ხანძარში არ არიან მოყოლილი. დას კისერში აქვს ჭრილობა, ფილტვები აქვს გახვრეტილი და მკლავში აქვს გამჭოლი ჭრილობა. სიძეს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, სავარაუდოდ, გულში. ფიზიკურად იმდენად დაზიანებული იყო... როდესაც ფილტვი სკდება, ადამიანი სახეზე შავდება და შესაბამისად, დის ამოცნობა რთული იყო. დნმ-ის ტესტისთ ამოიცნეს“, – განაცხადა მამისაშვილმა.
წყვილს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ და მათთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.
ტერაქტის ოთხივე მონაწილე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდათ.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.