https://sputnik-georgia.com/20240325/kobaxidzis-da-pashinianis-shexvedra-gaimarta-287022821.html
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში რა როლი აქვს საქართველოს?
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში რა როლი აქვს საქართველოს?
Sputnik საქართველო
კობახიძის დახვედრის ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართა. 25.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-25T19:00+0400
2024-03-25T19:00+0400
2024-03-25T19:00+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კავკასია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/19/287019283_0:209:2000:1334_1920x0_80_0_0_43622978f560ed14cd753b01c330ed09.jpg
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველო მზადაა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში პოზიტიური როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა.მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.„იმედი მაქვს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებების პროცესი შეინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და საბოლოოდ დამთავრდება შესაბამისი შეთანხმებით“, - აღნიშნა კობახიძემ.ერევანში საქართველოს პრემიერს გააცნეს სომხური მხარის ხედვა აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგების შესახებ.„დღეს ჩემს კოლეგას გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზად არის შვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც", - განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, სომხეთი „აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისთვის ყველაფერს აკეთებს".ფაშინიანმა ასევე აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.„საქართველო არა მხოლოდ დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულად ცდილობს წვლილი შეიტანოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვია. ქვეყნის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/19/287019283_217:216:1707:1334_1920x0_80_0_0_2655b1045e8dfbc1817173fecb56f127.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში რა როლი აქვს საქართველოს?
კობახიძის დახვედრის ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართა.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველო მზადაა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში პოზიტიური როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 15 სომეხი ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა. მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივით" გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა.
„საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას", - განაცხადა ერევანში ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას.
„იმედი მაქვს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებების პროცესი შეინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და საბოლოოდ დამთავრდება შესაბამისი შეთანხმებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
ერევანში საქართველოს პრემიერს გააცნეს სომხური მხარის ხედვა აზერბაიჯანთან ურთიერთობების დალაგების შესახებ.
„დღეს ჩემს კოლეგას გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომლებიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზად არის შვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც", - განაცხადა ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, სომხეთი „აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისთვის ყველაფერს აკეთებს".
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
„საქართველო არა მხოლოდ დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულად ცდილობს წვლილი შეიტანოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვია. ქვეყნის მეთაურების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგა, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.