საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს

© photo : official site of the Prime minister of RAნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
კობახიძის დახვედრის ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში დაახლოებით ერთ საათში გაიმართება.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ერევანს ეწვევა, სადაც მას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს.
როგორც სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, ეს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი მშვიდობიანი კავკასიისა და ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების კულტურული ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებით. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი მეგობრული, ძმური ურთიერთობისა, ტრადიციულად, სომხეთსა და საქართველოს შორის", - განაცხადა შარვაშიძემ.
ირაკლი კობახიძის დახვედრის ცერემონია მთავრობის რეზიდენციაში დაახლოებით ერთ საათში გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შედიან.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0