https://sputnik-georgia.com/20240324/ziudo-saqartvelos-nakrebma-xuti-medali-moipova-287012220.html
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
საქართველოს გუნდმა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T21:00+0400
2024-03-24T21:00+0400
2024-03-24T21:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276142282_0:0:3059:1722_1920x0_80_0_0_ab6bb6e95979afb302a070c844ce46a2.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ძიუდოს დიდი სლემის სამდღიანმა ტურნირმა, რომელიც თბილისში 22-24 მარტს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი მოუტანა - ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა საერთოგუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.ტურნირის პირველ დღეს პირველი ადგილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) დაიკავა, მეორე დღეს კი წარმატებით იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ). დიდი სლემის დასკვნით დღეს ოქროს მედალს დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური - 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში მან აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.ბექაურის შემდეგ ტატამზე გავიდა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მძიმე წონოსანი გურამ თუშიშვილი (+100 კგ). მან დასკვნით ბლოკში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი უშანგი კოკაური დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.საქართველის ნაკრებს პირველი ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოუტანა.2023 წელს თბილისში დიდი სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276142282_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f0af3c04cb210324f4cdf17b899d712b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს გუნდმა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ძიუდოს დიდი სლემის სამდღიანმა ტურნირმა, რომელიც თბილისში 22-24 მარტს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი მოუტანა - ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა საერთოგუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირის პირველ დღეს პირველი ადგილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლების მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) დაიკავა, მეორე დღეს კი წარმატებით იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).
დიდი სლემის დასკვნით დღეს ოქროს მედალს დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური - 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში მან აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში იპონით დაამარცხა და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ბექაურის შემდეგ ტატამზე გავიდა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მძიმე წონოსანი გურამ თუშიშვილი (+100 კგ). მან დასკვნით ბლოკში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი უშანგი კოკაური დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველის ნაკრებს პირველი ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოუტანა.
2023 წელს თბილისში დიდი სლემის ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ლაშა ბექაური (90კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ).