https://sputnik-georgia.com/20240324/tbilisis-centrshi-transportis-mozraoba-sheizgudeba-287009461.html
თბილისის ცენტრში 25 მარტიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თბილისის ცენტრში 25 მარტიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვა რუსთაველის გამზირის ნაწილს, რესპუბლიკის მოედანსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილს შეეხება. 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T17:00+0400
2024-03-24T17:00+0400
2024-03-24T17:00+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_bce5f4ca55099acef774b9c8a9400f3f.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.უწყების ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 25 მარტის 08:00 საათიდან 27 მარტის 12:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით.ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.კერძოდ, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:2661:1996_1920x0_80_0_0_bfab2be79a9702928c1636d2525c2dc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში 25 მარტიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შეზღუდვა რუსთაველის გამზირის ნაწილს, რესპუბლიკის მოედანსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილს შეეხება.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 25 მარტის 08:00 საათიდან 27 მარტის 12:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით.
ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.
კერძოდ, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.
N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.