საგზური ევრო 2024-ზე: საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

© AP Photo / Bruna Pradoგულშემატკივარი სტადიონზე
გულშემატკივარი სტადიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
„დინამო არენა" 54.549 ადამიანს იტევს
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი 5 საათში გაიყიდა, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
ბილეთების გაყიდვა 23 მარტის 12:00 საათზე დაიწყო და 17:30 საათზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო. ბილეთების გაყიდვა დაიწყო საბერძნეთშიც, თუმცა რამდენი ბერძენი გულშემატკივარი დაესწრება მატჩს, ჯერჯერობით, უცნობია.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება - სტადიონი 54.549 ადამიანზეა გათვლილი.
ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0