https://sputnik-georgia.com/20240324/rusetshi-24-marti-glovis-dged-gamocxadda-287005806.html
რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T10:51+0400
2024-03-24T10:51+0400
2024-03-24T10:51+0400
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/287000393_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_ad6d6999b11bc92d6bac881cdcb6a4f4.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. მან მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ორგანიზატორები და დამკვეთები სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს მოიხდიან. რუსეთში გლოვის დღის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და გასართობი ღონისძიებები უქმდება. ტელეარხები უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე.ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლშისროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 133 ადამიანი. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 41 დაღუპულის შესახებ სახელობითი სია გამოაქვეყნა. ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 110-ზე მეტი ადამიანი. შაბათს, დილით, FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ მოახსენა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში. უწყების ცნობით, ოთხივე ეჭვმიტანილი ბრაიანსკში დააკავეს. ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/287000393_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f7aabaef327a42f47be4767c3add47bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა
ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მოსკოვის მახლობლად „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.
24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. მან მომხდარს სისხლიანი, ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები, ორგანიზატორები და დამკვეთები სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს მოიხდიან.
რუსეთში გლოვის დღის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და გასართობი ღონისძიებები უქმდება. ტელეარხები უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე.
ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევის საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობებს ყრიდნენ.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 133 ადამიანი. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 41 დაღუპულის შესახებ სახელობითი სია გამოაქვეყნა. ბოლო ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 110-ზე მეტი ადამიანი.
შაბათს, დილით, FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ მოახსენა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში.
უწყების ცნობით, ოთხივე ეჭვმიტანილი ბრაიანსკში დააკავეს. ტერაქტის შემდეგ მათ მანქანით გაქცევა და საზღვრის გადაკვეთა სცადეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.