https://sputnik-georgia.com/20240324/matikashvilma-arasamtavrobo-seqtors-yvelaze-gaumchvirvale-uwoda-287008876.html
საიდან მოდის ფული? დეპუტატმა საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დაასახელა
საიდან მოდის ფული? დეპუტატმა საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დაასახელა
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება. 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T16:39+0400
2024-03-24T16:39+0400
2024-03-24T16:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284766056_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_bc07e5d00519c695faa6c0694e292b15.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. დაფინანსების მხრივ საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორია, გგანაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.დეპუტატის თქმით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება. კერძოდ, 2021 წლის მაისში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის 40 ათასი ლარის (დაახლოებით 15,3 ათასი დოლარი) ოდენობის გირაოს გადასახდელი თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა" გამოყო, რომელმაც თანხა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშზე გადარიცხვა .როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, ეს გაკეთდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. მელიას ბრალი წაუყენეს 2019 წლის 21 ივნისის ღამით, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და პარლამენტზე შტურმის მცდელობაში.საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284766056_67:0:1887:1365_1920x0_80_0_0_eddb0fa9de47d711ddce786e15e1fa08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები
საიდან მოდის ფული? დეპუტატმა საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დაასახელა
დეპუტატის თქმით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. დაფინანსების მხრივ საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე არასამთავრობო სექტორია, გგანაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს არასამთავრობო სექტორი, რომელიც აფილირებულია დონორი ორგანიზაციების მიერ, მაგალითად, „ევროპის დემოკრატიის ფონდის" მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებთან... სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორს წარმოადგენს", - განაცხადა მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.
დეპუტატის თქმით, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რადიკალურ ოპოზიციას თავისი ქმედებების განხორციელებაში ეხმარება. კერძოდ, 2021 წლის მაისში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის 40 ათასი ლარის (დაახლოებით 15,3 ათასი დოლარი) ოდენობის გირაოს გადასახდელი თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა" გამოყო, რომელმაც თანხა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ანგარიშზე გადარიცხვა .
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განმარტა, ეს გაკეთდა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. მელიას ბრალი წაუყენეს 2019 წლის 21 ივნისის ღამით, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და პარლამენტზე შტურმის მცდელობაში.
„რად ღირს თუნდაც ის 50 ათასი ლარი, რომელიც გადაიხადეს ნიკანორ მელიას გათავისუფლებაში?! დონორებმა, რა თქმა უნდა, უნდა უპასუხონ სრულიად ლეგიტიმურ კითხვებს, რატომ და სად მიდის მათ მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.