https://sputnik-georgia.com/20240324/kvaracxeliastvis-xelpasis-4-mln-evromde-gazrdas-gegmaven-287008697.html
ოღონდ არ წავიდეს: კვარაცხელიასთვის ხელფასის 4 მლნ ევრომდე გაზრდას გეგმავენ
ოღონდ არ წავიდეს: კვარაცხელიასთვის ხელფასის 4 მლნ ევრომდე გაზრდას გეგმავენ
Sputnik საქართველო
კვარაცხელიას „ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T16:00+0400
2024-03-24T16:00+0400
2024-03-24T16:00+0400
საქართველო
იტალია
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713666_0:648:1639:1570_1920x0_80_0_0_d588533d01bedcc4c0372bf41a41309d.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. „ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კლუბის თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ხელმოწერას ოფიციალურად შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, იუწყება გამოცემა Il Mattino.დღეისთვის კვარაცხელიას ხელფასი 1,5 მლნ ევროს შეადგენს და იგი „ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია მზადაა დარჩეს „ნაპოლიში", თუ მას შესაძლებლობა ექნება კვლავ ითამაშოს მაღალი დონის ტურნირებში.პერიოდულად მედიაში ჩნდება ინფორმაცია კვარაცხელიას ერთ-ერთ ევროპულ გრანდში შესაძლო გადასვლის თაობაზე - სახელდება კატალონიური გუნდი „ბარსელონა", ლონდონის „არსენალი", ფრანგული „პსჟ".კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713666_0:627:1639:1856_1920x0_80_0_0_62d4c511b1522d6bae434c53bf58d1b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ოღონდ არ წავიდეს: კვარაცხელიასთვის ხელფასის 4 მლნ ევრომდე გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას „ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. „ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კლუბის თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის ხელმოწერას ოფიციალურად შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, იუწყება გამოცემა Il Mattino.
დღეისთვის კვარაცხელიას ხელფასი 1,5 მლნ ევროს შეადგენს და იგი „ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადია.
„კლუბის პრეზიდენტმა იცის, რომ ფეხბურთელისთვის ხელფასის საგრძნობლად გაზრდა მოუწევს. გაორმაგება, რასაც ზაფხულში ვარაუდობდნენ, აღარ იქნება საკმარისი. „ნაპოლი" მზადაა ხვიჩას 4 მილიონი შესთავაზოს და კონტრაქტი 2028 წლამდე გაუხანგრძლივოს", - წერს გამოცემა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელია მზადაა დარჩეს „ნაპოლიში", თუ მას შესაძლებლობა ექნება კვლავ ითამაშოს მაღალი დონის ტურნირებში.
პერიოდულად მედიაში ჩნდება ინფორმაცია კვარაცხელიას ერთ-ერთ ევროპულ გრანდში შესაძლო გადასვლის თაობაზე - სახელდება კატალონიური გუნდი „ბარსელონა", ლონდონის „არსენალი", ფრანგული „პსჟ".
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
კვარაცხელიას კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.