https://sputnik-georgia.com/20240324/kobaxize-arcevnebis-sedegebis-mixedvit-sakonstitucio-umravlesobas-mivirebt-287001847.html
კობახიძე: არჩევნების შედეგების მიხედვით საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ
კობახიძე: არჩევნების შედეგების მიხედვით საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ
Sputnik საქართველო
2023 წლის ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T10:00+0400
2024-03-24T10:00+0400
2024-03-24T10:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286502507_0:110:917:626_1920x0_80_0_0_fb2ee767fc14f35b4fcda390b9e33e52.jpg
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, თუ ქვეყანაში არსებული სურათი შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ისინი სრულიად პროპორციული იქნება და პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/17/286502507_0:111:917:799_1920x0_80_0_0_0433c17dc8d07bc9cf1a7c3aacfe2f49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კობახიძე: არჩევნების შედეგების მიხედვით საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ
2023 წლის ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს.
თბილისი, 24 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, თუ ქვეყანაში არსებული სურათი შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ისინი სრულიად პროპორციული იქნება და პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
„ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.