https://sputnik-georgia.com/20240324/iusticiis-umaglesi-sabcho-axali-wevrebit-sheivso-287011950.html
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი მოსამართლეებით შეივსო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი მოსამართლეებით შეივსო
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღეს. 24.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-24T20:35+0400
2024-03-24T20:35+0400
2024-03-24T20:35+0400
საქართველო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იგი ერთდროულად ორმა მოსამართლემ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დატოვეს.გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღეს.მურუსიძის თქმით, არც ერთ კონფერენციას, რომელსაც იგი ესწრებოდა, ასე დიდი რაოდენობის მოსამართლე არ დასწრებია.„დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში", - განაცხადა მურუსიძემ.ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივსასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი მოსამართლეებით შეივსო
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღეს.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე აირჩიეს, ხოლო მდივნის პოზიციაზე კი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც იგი ერთდროულად ორმა მოსამართლემ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ დატოვეს.
„რაც შეეხება სხვა საკითხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევას, ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე საბჭოს წევრებად, ხოლო მდივნად არჩეული იქნა ნიკოლოზ მარსაგიშვილი", განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით მიიღეს.
მურუსიძის თქმით, არც ერთ კონფერენციას, რომელსაც იგი ესწრებოდა, ასე დიდი რაოდენობის მოსამართლე არ დასწრებია.
„დღევანდელი კონფერენცია ყველაზე ხალხმრავალი იყო, რაც მე მახსოვს კონფერენციების ისტორიაში", - განაცხადა მურუსიძემ.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.