დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 მარტი

© Pexels / Johannes Plenioმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 24 მარტია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
რთული იქნება საქმიანობისთვის განწყობა, თუ რომელიმე საკითხის მიმართ გულწრფელი ინტერესი არ გაქვთ. არ გასჭრის თავის დარწმუნება, რომ ვალდებული ხართ და მოვალეობა პირველ ადგილზე დგას. იგივე ეხება ირგვლივ მყოფებსაც. ერთადერთი გზა ისაა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს თავიანთი ენთუზიაზმი გაუზიარონ და ერთად მთების გადადგმა იქნება შესაძლებელი.
ვერძი: თუ მოისურვებთ, დღეს ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს სურვილი შეიძლება არ გაგიჩნდეთ. დღე რომ გაიმრავალფეროვნოთ, საკმარისია, რამე საქმემ ან იდეამ გაგიტაცოთ, ან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელმა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თქვენს აქტიურობას დიდი წახალისება აღარ დასჭირდებათ – თქვენი შეჩერება, შეიძლება ითქვას, უკვე შეუძლებელი გახდება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
კურო: დღეს განწყობა იმისა, რომ ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ, არ გაქვთ, მაგრამ მაინც თუ მოგიწიათ რამის ორგანიზება, ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს და შედეგებით ყველას გაახარებთ. რა სახისაც არ უნდა იყოს ღონისძიება, თქვენთვის საკმარისია, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში და ამოცანები გადაანაწილოთ – გარშემომყოფები დიდი სიამოვნებით აგყვებიან და დაგეხმარებიან.
ტყუპი: დღეს არაფრის გაკეთების ხალისი არა გაქვთ. ამაში სიტუაციაც შეგიწყობთ ხელს – თქვენგან არ მოითხოვება რამე გმირობის ჩადენა ან გადაუდებელი საქმეების გაკეთება. და საჭიროც რომ იყოს თქვენი ჩარევა საქმეებში, იმდენად არასაქმიან განწყობაზე ხართ, რომ ამის შეცვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. საქმე მოიცდის – სწორედ ესაა დღეს თქვენი დევიზი. ამიტომ ეს დღე სამ მიმართულებას უნდა დაუთმოთ – საკუთარ თავს, ახლობლებსა და... კიდევ საკუთარ თავს.
კირჩხიბი: ძალზე იღბლიანი დღეა. ხართ ძალზე ენერგიული და გაქვთ შესაძლებლობა, ეს ბრწყინვალედ გამოიყენოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, შეგიძლიათ წინ წაწიოთ, დაძრათ მკვდარი წერტილიდან. ვარსკვლავები გირჩევენ, დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ – დღეს ძალიან გიმართლებთ, ხართ იღბლიანი, ამიტომ აჯობებს, თუ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რომელიც მეტ სარგებელს მოგიტანთ.
გული, სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2023
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
ლომი: დღეს თქვენთვის არარეკომენდებულია დიდ საქმეებთან შეჭიდება. და სიმართლე უნდა ითქვას, არც პატარა საქმეებთან. ბოლო ხანს დიდი ძალა დახარჯეთ და საკმარისია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, დროა, მოდუნდეთ და დაისვენოთ. ჯობია, ყურადღება ცხოვრების იმ სფეროებს მიაქციოთ, რომლებიც ბოლო დროს თქვენი თვალთახედვის არეში აღარ მოქცეულა. გაითვალისწინეთ, რომ დასვენება მხოლოდ დივანი და ტელევიზორი არაა – შეგიძლიათ შეხვდეთ ახლობლებს, ან რომანტიკულ შეხვედრაზე იფიქროთ...
ქალწული: დღეს გარშემომყოფებთან დისონანსში იქნებით. მათ გაუჭირდებათ თქვენს ტემპზე აყოლა, თავად კი გრძნობთ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ. საქმიანი აქტიურობა, მახვილი გონება და საჭირო დროს საჭირო რამეზე „კლანჭის" გამოდების უნარი უმაღლეს დონეზე იქნება. აქედან გამომდინარე, გარშემომყოფების აპათია და გულგრილობა, სავარაუდოდ, გაგაღიზიანებთ. ამიტომ დილიდან განეწყვეთ იმისთვის, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ.
სასწორი: მიეცით უფლება თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ თავიანთი პრობლემები თვითონ გადაჭრან. იმის ნაცვლად, რომ დრო სხვებზე დაკარგოთ, აჯობებს, თუ რამე სასიამოვნოს გააკეთებთ, მაგალითად, შემოქმედებით საქმიანობას შეუდგებით. ზუსტი მეცნიერებებისადმი კი ნამდვილად არ ხართ განწყობილი, ვერანაირად ვერ მოგხიბლავთ ციფრები, გრაფიკები და ცხრილები, ასე რომ, ჯობია, შემოქმედებით აქტიურობაში გადაეშვათ თავით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მორიელი: დღეს საკუთარი აზრები სამყაროს უნდა გაუზიაროთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ამ სამყაროს მცირე ნაწილს მაინც – ახლობლებს, კოლეგებსა თუ მეგობრებს. თქვენი ტვინი მკაფიოდ და არასტანდარტულად იმუშავებს და დიდებული იდეების გენერატორი გახდება. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ გარშემომყოფებმა ეს იდეები ვერ დააფასონ, ვერ გაიგონ. მაგრამ რას ვიზამთ – დღეს ნამდვილად ყველაზე წინ ხართ, ამიტომ ხანდახან უნდა შეჩერდეთ, რომ სხვებს საშუალება მისცეთ, დაგეწიონ.
მშვილდოსანი: დღეს, სავარაუდოდ, არ გექნებათ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ ენთუზიაზმით აკეთოთ საქმე. განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოძრაობა გააკეთოთ. სამაგიეროდ, გონება იმუშავებს უმაღლეს დონეზე და პირველ რიგში, სამუშაო გეგმების დაწყობაზე. თქვენი აზრები უდიდესი ლოგიკურობითა და მოულოდნელი სვლებით იქნება გამორჩეული. ამ დღის ჩანაფიქრებს მომავალში კარიერული წინსვლისა და კარგი შემოსავლის უზრუნველყოფა შეუძლია.
თხის რქა: დღეს გაგიმართლებთ. მოგიწევთ იმის გაკეთება, რაც გიყვართ. ვარსკვლავები არჩევანსაც არ დაგიტოვებენ – სხვა რამეს თუ მოკიდებთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ. რუტინული საქმეები აუტანელი იქნება თქვენთვის. მაგრამ თუ რამე საქმე მართლა დაგაინტერესებთ, ის აურაცხელ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ და ამასთან, შესანიშნავ შედეგსაც მიიღებთ.
ბროლის ბურთი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
რა ბედი არგუნა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განგებამ
მერწყული: დღეს თავის გამოჩენა შეგიძლიათ როგორც შესანიშნავ მეგობარსაც და როგორც საშიშ მეტოქესაც, ანუ ვის როგორ გაუმართლებს. ხართ გამჭრიახი, გრძნობთ ვითარებას და ყველაფერს გზადაგზა „ისაკუთრებთ“. ნებისმიერი თქვენი გეგმა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის (მეგობრებთან ერთად დროის გატარება თუ ვინმესთვის „სისხლის გაშრობა"), შემოქმედებითი აღმაფრენით იქნება გაჯერებული. ორივე შემთხვევაში წარმატება გელოდებათ.
თევზები: კარგია, თუ ვითარება თქვენგან სწრაფ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს – მაშინ თქვენი გონებაგაფანტულობა განსაკუთრებულ ზიანს არ მოგაყენებთ; მაგრამ თუ სერიოზული საქმის გაკეთება მოგიწიათ, არაა გამორიცხული, უეცრად ერთ ადგილზე გაშეშდეთ ან თავი ქვიშაში დამალოთ. ანუ, დღეს თქვენთვის ნებისმიერი აქტიური საქმიანობა უკუნაჩვენებია გარდა იმისა, რომელსაც არა შედეგისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის გააკეთებთ.
ყველა ახალი ამბავი
0