https://sputnik-georgia.com/20240323/saqartvelo-dedamiwis-saats-seuertda-287001655.html
„დედამიწის საათი“: საქართველო მსოფლიო კამპანიას შუერთდა
„დედამიწის საათი“: საქართველო მსოფლიო კამპანიას შუერთდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი 23 მარტს მსოფლიო გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა. 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T23:16+0400
2024-03-23T23:16+0400
2024-03-23T23:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23534/85/235348530_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_b5c3f3db814149dc6e54a2684ea69edd.jpg
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი 23 მარტს მსოფლიო გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა.აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლისდა კანცელარიის შენობის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.30 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღი „დედამიწის საათი“ აღინიშნება.„დედამიწის საათი“ - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.საქართველო დანარჩენ სამყაროსთან ერთად შეუერთდა ღონისძიებას და 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ გამოხატონ მხარდაჭერა და დროებით გამორთონ შუქი თავიანთ ბინებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23534/85/235348530_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_b0507e67b381a2b046e5766e5810c25d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
„დედამიწის საათი“: საქართველო მსოფლიო კამპანიას შუერთდა
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და პარლამენტი 23 მარტს მსოფლიო გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა.
აქციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის სასახლისდა კანცელარიის შენობის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.
30 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღი „დედამიწის საათი“ აღინიშნება.
„დედამიწის საათი“ - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.
საქართველო დანარჩენ სამყაროსთან ერთად შეუერთდა ღონისძიებას და 20:30 საათიდან 21:30 საათამდე ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ გამოხატონ მხარდაჭერა და დროებით გამორთონ შუქი თავიანთ ბინებში.