https://sputnik-georgia.com/20240323/parlamentis-tavmjdomarem-arasamtavrobo-seqtoris-mtavari-problema-daasaxela-286990608.html
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული არასამთავრობო სექტორის მთავარი პრობლემა დაასახელა
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული არასამთავრობო სექტორის მთავარი პრობლემა დაასახელა
Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T12:27+0400
2024-03-23T12:27+0400
2024-03-23T12:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_19ba68af54c96f93ed2f4605d1708315.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს არასამთავრობო სექტორი, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, სავსეა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღალჩინოსნებით, რომლებსაც რევანშის აღება სურთ და ეს არის ქვეყნის სამოქალაქო სექტორის მთავარი პრობლემაა, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას.ხარშილაძემ, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილის პოსტებს იკავებდა, განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა და ოპოზიცია რომ ყოფილიყო ცოტა ძლიერი, მას საპარლამენტო არჩევნებზე მეტი შანსები ექნებოდა.პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები.საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ცინიზმი უწოდა იმ ფაქტს, რომ დღეს უცხოური დაფინანსებით ეს ადამიანები წარმოდგენილი არიან სამოქალაქო საზოგადოების სახით.„ეს არის ის ნირი, რომელიც აქვს ნაცმოძრაობას, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში - პირდაპირი მუქარა, იმავეს აგრძელებენ ახლა. პრობლემაა ის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან. ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, რომ ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრო სექტორი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043496_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_c801bd6573fc87dd07b721fe752af033.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული არასამთავრობო სექტორის მთავარი პრობლემა დაასახელა
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს არასამთავრობო სექტორი, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, სავსეა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი მაღალჩინოსნებით, რომლებსაც რევანშის აღება სურთ და ეს არის ქვეყნის სამოქალაქო სექტორის მთავარი პრობლემაა, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებას.
ხარშილაძემ, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილის პოსტებს იკავებდა, განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა და ოპოზიცია რომ ყოფილიყო ცოტა ძლიერი, მას საპარლამენტო არჩევნებზე მეტი შანსები ექნებოდა.
„ოპოზიციის დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ. ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის ასეთი დაქუცმაცებით შანსი აქვს, რომ ამჯერადაც გადარჩეს“, - განაცხადა ხარშილაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ის, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები.
„მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ ნაცმოძრაობის პოლიტიკური ლიდერები და სწორედ ამიტომაც ისმის ეს მუქარები, რაც შესაბამისად არის მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებში მოსვლის შემთხვევაში, აასრულონ ის ვენდეტა, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ცინიზმი უწოდა იმ ფაქტს, რომ დღეს უცხოური დაფინანსებით ეს ადამიანები წარმოდგენილი არიან სამოქალაქო საზოგადოების სახით.
„ეს არის ის ნირი, რომელიც აქვს ნაცმოძრაობას, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში - პირდაპირი მუქარა, იმავეს აგრძელებენ ახლა. პრობლემაა ის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ დაფინანსებას, მათ შორის სხვადასხვა საელჩოდან. ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, რომ ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრო სექტორი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.