https://sputnik-georgia.com/20240323/merab-dvalisvilma-amerikis-moqalaqeoba-miiro-286995713.html
მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო
მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო
Sputnik საქართველო
33 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T15:58+0400
2024-03-23T15:58+0400
2024-03-23T15:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/33/234293349_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_1da52fe04e467351f33838e5137999b5.jpg
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.სუპერმსუბუქ წონაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა 18 თებერვალს UFC 298-ის ფარგლებში ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა, რითიც ძალიან მიუახლოვდა სატიტულო ბრძოლას.სეხუდო ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია და მასთან წარმატების შემდეგ, დვალიშვილს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ჰენრი სეხუდომდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანს სძლია.დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.დვალიშვილი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/33/234293349_57:0:944:665_1920x0_80_0_0_7dc60500ff4809d133d22db55a9a179d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , სპორტი
მერაბ დვალიშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო
33 წლის დვალიშვილი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„თითქმის უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში, მაგრამ შრომითა და მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე...ჩემი გული მუდამ ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან იქნება...მაგრამ მე ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობები, რომელიც მომცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გავაგრძელებ შრომას, რათა ორივე ქვეყანამ იამაყოს ჩემით“, - წერს დვალიშვილი.
სუპერმსუბუქ წონაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა 18 თებერვალს UFC 298-ის ფარგლებში ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა, რითიც ძალიან მიუახლოვდა სატიტულო ბრძოლას.
სეხუდო ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია და მასთან წარმატების შემდეგ, დვალიშვილს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ჰენრი სეხუდომდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანს სძლია.
დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.
დვალიშვილი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.