https://sputnik-georgia.com/20240323/kalaze-gare-zalebi-saqartvelosi-revolucias-ver-moawyoben-286995908.html
კალაძე: გარე ძალები საქართველოში რევოლუციას ვერ მოაწყობენ
კალაძე: გარე ძალები საქართველოში რევოლუციას ვერ მოაწყობენ
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, მიაჩნია კახა კალაძეს 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T16:18+0400
2024-03-23T16:18+0400
2024-03-23T16:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და აქ რევოლუციის მოწყობას, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.მისი თქმით, მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი აქვს, რასაც ჩატარებული კვლევები და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ადასტურებს.„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უზარმაზარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი“, - აღნიშნა მან.მერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც რეალურად შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სხვისი მითითებით ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რომლებიც საქართველოს დააზარალებს.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე
კალაძე: გარე ძალები საქართველოში რევოლუციას ვერ მოაწყობენ
მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, მიაჩნია კახა კალაძეს
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და აქ რევოლუციის მოწყობას, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია. 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი აქვს, რასაც ჩატარებული კვლევები და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ადასტურებს.
„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უზარმაზარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი“, - აღნიშნა მან.
მერმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც რეალურად შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და სხვისი მითითებით ისეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რომლებიც საქართველოს დააზარალებს.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებში შესაძლო კოალიციისა და თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დააანონსეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენაც, რომლებიც გამოკითხვებში ჯერ არ არიან ასახული.