აშშ-ში მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2024
გამოწერა
თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიაში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გარდაცვლილი მამაკაცი მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა.
„დღეს ჩემი ყველაზე სიმპათიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში, ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება, ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, არ ვიცი... თითქოს, ჩემი გულის ნაწილიც გაჰყვა მას, ასე ვგრძნობ“, - დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის მამაკაცს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0