https://sputnik-georgia.com/20240323/140-ze-meti-darupuli-da-200-ze-meti-dawrili-bolo-informacia-moskovsi-momxdar-teraqtze-286995237.html
140-ზე მეტი დაღუპული და 200-ზე მეტი დაჭრილი: ბოლო ინფორმაცია მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე
140-ზე მეტი დაღუპული და 200-ზე მეტი დაჭრილი: ბოლო ინფორმაცია მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე
Sputnik საქართველო
ტერორისტები, რომლებიც „კროკუსზე“ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, დააკავეს 23.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-23T15:34+0400
2024-03-23T15:34+0400
2024-03-23T21:49+0400
ახალი ამბები
რუსეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286991253_0:90:3323:1959_1920x0_80_0_0_3c1fe8b229da4e69070db69a2ffc795b.jpg
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მოსკოვში საკონცერტო კომპლექს „კროკუს სითი ჰოლში“ წუხელ ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტები დააკავეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. უწყებამ სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში, იტყობინება კრემლი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ყრიდნენ.რეაქციებიუკრაინამ განაცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს.„უკრაინას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სროლასთან, ამ მოვლენებთან... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ტერორისტულ აქტებთან ან სროლასთან „კროკუს სიტი ჰოლში", - განაცხადა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.უკრაინის ან უკრაინელების კავშირი მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან ვერც თეთრ სახლში ვერ დაინახეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.„რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რიამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა“, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.სამძიმარისაქართველოს მთავრობამ რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მასობრივი ღონისძიებები გაუქმებულია. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია უნივერსიტეტებს, რომ შაბათ-კვირას მოერიდონ მასობრივ ღონისძიებებს და შაბათს სტუდენტები გადაიყვანონ დისტანციურ სწავლებაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/17/286991253_297:0:3028:2048_1920x0_80_0_0_8904f0a15f8603944a3d7997c6d69379.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, შემთხვევები
ახალი ამბები, რუსეთი, შემთხვევები
140-ზე მეტი დაღუპული და 200-ზე მეტი დაჭრილი: ბოლო ინფორმაცია მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე
15:34 23.03.2024 (განახლებულია: 21:49 23.03.2024) ტერორისტები, რომლებიც „კროკუსზე“ თავდასხმაში მონაწილეობდნენ, დააკავეს
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. მოსკოვში საკონცერტო კომპლექს „კროკუს სითი ჰოლში“ წუხელ ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტები დააკავეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სროლა და ხანძარი „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს, პარასკევს საღამოს, ჯგუფ „პიკნიკის“ და სიმფონიური ორკესტრის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. უწყებამ სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.
FSB-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა 11 ადამიანის, მათ შორის ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტში, იტყობინება კრემლი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტების თანამზრახველების გამოსავლენად.
სულ მცირე სამი კამუფლიაჟიანი და უნიღბო მამაკაცი შეიჭრა საკონცერტო დარბაზში, ისინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ხალხს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ყრიდნენ.
უკრაინამ განაცხადა, რომ მომხდართან კავშირი არ აქვს.
„უკრაინას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სროლასთან, ამ მოვლენებთან... კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ტერორისტულ აქტებთან ან სროლასთან „კროკუს სიტი ჰოლში", - განაცხადა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ან უკრაინელების კავშირი მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან ვერც თეთრ სახლში ვერ დაინახეს. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რიამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა“, - დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
საქართველოს მთავრობამ რუს ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და დაგმო მოსკოვში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მასობრივი ღონისძიებები გაუქმებულია. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია უნივერსიტეტებს, რომ შაბათ-კვირას მოერიდონ მასობრივ ღონისძიებებს და შაბათს სტუდენტები გადაიყვანონ დისტანციურ სწავლებაზე.