https://sputnik-georgia.com/20240322/xelsesaxebi-sedegebi-gvwirdeba-irakli-kobaxizem-partnioroba-seertebul-statebtan-seafasa-286978353.html
ხელშესახები შედეგები გვჭირდება - ირაკლი კობახიძემ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან შეაფასა
ხელშესახები შედეგები გვჭირდება - ირაკლი კობახიძემ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან შეაფასა
Sputnik საქართველო
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა 2009 წელს ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T15:00+0400
2024-03-22T15:00+0400
2024-03-22T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283494550_0:69:3072:1797_1920x0_80_0_0_dd470f1273a5dd78661f0d8eae543587.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან უნდა მოიცავდეს ხელშესახებ შედეგებს, კერძოდ, უვიზო რეჟიმის შემოღებას და შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.პარტია „ხალხის ძალამ“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასულმა დეპუტატებმა შექმნეს, მანამდე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ავიარეისები და არც უვიზო რეჟიმი.პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი იქნება კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.„იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, - აღნიშნა კობახიძემ.„ხალხის ძალამ", რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე საზოგადოებრივი მოძრაობა იყო, საქმიანობა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ კელი დეგნანის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. მოძრაობა მმართველი პარტიიდან წასულმა პოლიტიკოსებმა შექმნეს. მათ პოლიტიკური ჯგუფი დააარსეს და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან.საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/14/283494550_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_7922d47f33efe933c9e354a032624760.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ხელშესახები შედეგები გვჭირდება - ირაკლი კობახიძემ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან შეაფასა
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა 2009 წელს ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან უნდა მოიცავდეს ხელშესახებ შედეგებს, კერძოდ, უვიზო რეჟიმის შემოღებას და შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „ხალხის ძალამ“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ წასულმა დეპუტატებმა შექმნეს, მანამდე გამოთქვა ეჭვი იმის შესახებ, არის თუ არა შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ავიარეისები და არც უვიზო რეჟიმი.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი იქნება კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ხალხის ძალამ", რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე საზოგადოებრივი მოძრაობა იყო, საქმიანობა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ კელი დეგნანის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. მოძრაობა მმართველი პარტიიდან წასულმა პოლიტიკოსებმა შექმნეს. მათ პოლიტიკური ჯგუფი დააარსეს და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან.
საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს.
2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ქარტიას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.