https://sputnik-georgia.com/20240322/saqartvelosi-benzini-rusetidan-eqsportis-akrzalvis-semdeg-gazvirda-ra-moxdeba-momavalsi-286984049.html
საქართველოში ბენზინი რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის მერე გაძვირდა - რა მოხდება მომავალში
საქართველოში ბენზინი რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის მერე გაძვირდა - რა მოხდება მომავალში
Sputnik საქართველო
რუსეთი არის ბენზინისა და დიზელის საწვავის მთავარი მიმწოდებელი საქართველოში, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ფედერაციაში ბენზინის ექსპორტის... 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T20:00+0400
2024-03-22T20:00+0400
2024-03-22T20:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251246485_0:0:2962:1666_1920x0_80_0_0_f2ec8284fc3c9d90831b5b4de712fcf9.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით 2024 წლის 1 მარტიდან ბენზინის ექსპორტი აკრძალა. აკრძალვა დროებითია და იმოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში - 31 აგვისტომდე.ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და პირადი მოხმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე. ის არ ვრცელდება მიწოდებებზე მთავრობათაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებში.მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას საწვავის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის პერიოდში, რომელიც უკავშირდება გაზაფხულის საველე სამუშაოებს, შვებულებების სეზონს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმიურ რემონტს.რამდენად დიდია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე და არის თუ არა მოსალოდნელი ბენზინის დეფიციტი ან მისი შემდგომი გაძვირება? - არკვევდა Sputnik-საქართველო.დეფიციტი არ იქნებასაერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკა შენგელიას განცხადებით, მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში საცალო ქსელებში ბენზინი 20-25 თეთრით გაძვირდა და ერთ თვეში კიდევ 10 თეთრით გაძვირდება.ამასთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ საქართველოში ბენზინის დეფიციტი არ იქნება და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამ ტიპის საწვავის მოხმარება სამ-ოთხჯერ შემცირდა.მიუხედავად რუსეთის მაღალი წილისა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მთლიან მოცულობაში, მოსკოვის გადაწყვეტილება ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტს არ გამოიწვევს, თანხმდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.იობაშვილის თქმით, საქართველოში საწვავის ბაზარი დივერსიფიცირებულია და საწვავის მნიშვნელოვანი მოცულობები მიეწოდება სხვა ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი) - თუმცა არა ისეთი დიდი მოცულობით, როგორც რუსეთის ფედერაციიდან.2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია. ასევე, საწვავის 14,9% შემოვიდა რუმინეთიდან - 180,6 ათასი ტონა, ბულგარეთიდან - 107,2 ათასი ტონა (8,9%), აზერბაიჯანიდან - 84,2 ათასი ტონა (7%), თურქმენეთიდან - 29,3 ათასი ტონა (2,4%).ძვირადღირებული საწვავინიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ძვირადღირებული საწვავი მრავალი წელია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, რადგან რუსული საწვავი ფასის მხრივ კონკურენციას უწევს ევროპულს და ტრანსპორტირების ხარჯებიც დაბალია, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.როგორც ექსპერტმა განმარტა, პრობლემა ის არის, რომ ექსპორტიორ ქვეყნებში ხელსაყრელი ფასის მიუხედავად, ის ქართველ მომხმარებლამდე სრულიად სხვა ფასებით აღწევს ქართველი გადამზიდავების მიერ ხელოვნურად გაბერილი ღირებულების გამო.„კონკურენციის სააგენტო უძლურია გადაჭრას მაღალი ფასების პრობლემა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებს მოაგვარებს ", - მიიჩნევს შენგელია.საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,98-2,99 ლ, პრემიუმი – 2,89-3,17 ლარი, სუპერი – 3,63-3,69 ლ, ევრო დიზელი – 3,25-3,44 ლ, დიზელი – 2,89-3,25 ლ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251246485_233:0:2962:2047_1920x0_80_0_0_712af3e3ce6c1fbaefd0de0ed8cb5626.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ბენზინი რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვის მერე გაძვირდა - რა მოხდება მომავალში
რუსეთი არის ბენზინისა და დიზელის საწვავის მთავარი მიმწოდებელი საქართველოში, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ფედერაციაში ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ მისი ღირებულება საქართველოში 0,20-0,25 ლარით გაიზარდა.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით 2024 წლის 1 მარტიდან ბენზინის ექსპორტი აკრძალა. აკრძალვა დროებითია და იმოქმედებს ექვსი თვის განმავლობაში - 31 აგვისტომდე.
ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და პირადი მოხმარებისთვის ექსპორტირებულ საწვავზე. ის არ ვრცელდება მიწოდებებზე მთავრობათაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) ქვეყნებში.
მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას საწვავის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის პერიოდში, რომელიც უკავშირდება გაზაფხულის საველე სამუშაოებს, შვებულებების სეზონს და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმიურ რემონტს.
რამდენად დიდია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე და არის თუ არა მოსალოდნელი ბენზინის დეფიციტი ან მისი შემდგომი გაძვირება? - არკვევდა Sputnik-საქართველო.
საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკა შენგელიას განცხადებით, მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში საცალო ქსელებში ბენზინი 20-25 თეთრით გაძვირდა და ერთ თვეში კიდევ 10 თეთრით გაძვირდება.
ამასთან, ექსპერტმა განაცხადა, რომ საქართველოში ბენზინის დეფიციტი არ იქნება და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ამ ტიპის საწვავის მოხმარება სამ-ოთხჯერ შემცირდა.
„ბენზინი ჩაანაცვლა საავტომობილო გაზმა. დისტრიბუციის მანქანები ძირითადად დიზელის საწვავზე მუშაობენ და მსხვილი კომპანიები დიზელს შედარებით იაფად ყიდულობენ. ამიტომ არ ველოდები, რომ ბენზინის გაძვირება სასურსათო საქონლის გაძვირებას გამოიწვევს", - განმარტა შენგელიამ.
მიუხედავად რუსეთის მაღალი წილისა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მთლიან მოცულობაში, მოსკოვის გადაწყვეტილება ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტს არ გამოიწვევს, თანხმდება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.
იობაშვილის თქმით, საქართველოში საწვავის ბაზარი დივერსიფიცირებულია და საწვავის მნიშვნელოვანი მოცულობები მიეწოდება სხვა ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი) - თუმცა არა ისეთი დიდი მოცულობით, როგორც რუსეთის ფედერაციიდან.
„არავითარი დეფიციტი არ იქნება, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. საქართველოში მსხვილ კომპანიებს აქვთ ბენზინის და დიზელის საწვავის გარდამავალი მარაგი, ამიტომ ამ პერიოდში ისინი მაქსიმალურად დაბალ ფასებს შეინარჩუნებენ", - განაცხადა მან.
2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა - 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ია. ასევე, საწვავის 14,9% შემოვიდა რუმინეთიდან - 180,6 ათასი ტონა, ბულგარეთიდან - 107,2 ათასი ტონა (8,9%), აზერბაიჯანიდან - 84,2 ათასი ტონა (7%), თურქმენეთიდან - 29,3 ათასი ტონა (2,4%).
ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ძვირადღირებული საწვავი მრავალი წელია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარი უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, რადგან რუსული საწვავი ფასის მხრივ კონკურენციას უწევს ევროპულს და ტრანსპორტირების ხარჯებიც დაბალია, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.
„საქართველოში ზოგადად საწვავის ფასები მაღალია. მაგალითად, ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში საწვავი 10 ამერიკული ცენტით უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთში“, - განაცხადა მან.
როგორც ექსპერტმა განმარტა, პრობლემა ის არის, რომ ექსპორტიორ ქვეყნებში ხელსაყრელი ფასის მიუხედავად, ის ქართველ მომხმარებლამდე სრულიად სხვა ფასებით აღწევს ქართველი გადამზიდავების მიერ ხელოვნურად გაბერილი ღირებულების გამო.
„კონკურენციის სააგენტო უძლურია გადაჭრას მაღალი ფასების პრობლემა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ საკითხებს მოაგვარებს ", - მიიჩნევს შენგელია.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ამჟამად საშუალო ფასი 1 ლიტრ საწვავზე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ამგვარია: რეგულარი – 2,98-2,99 ლ, პრემიუმი – 2,89-3,17 ლარი, სუპერი – 3,63-3,69 ლ, ევრო დიზელი – 3,25-3,44 ლ, დიზელი – 2,89-3,25 ლ.