https://sputnik-georgia.com/20240322/saqartvelo-evro-2024-ze-gasvlaze-saberznets-daupirispirdeba-286981267.html
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საბერძნეთს დაუპირისპირდება
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საბერძნეთს დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T19:00+0400
2024-03-22T19:00+0400
2024-03-22T19:00+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286975607_0:0:1914:1077_1920x0_80_0_0_aaaa73c976f5a05ec399b2df70ced486.jpg
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდება საბერძნეთის ნაკრებს, რომელმაც შინ ყაზახეთი გაანადგურა - 5:0.ხუთშაბათს კი, პირველ ნახევარფინალურ თამაშში, საქართველომ მარტივად დაამარცხა ლუქსემბურგი - 2:0. ორივე გოლი „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. თავდამსხმელს პირველი ტაიმის დასაწყისშივე შეეძლო ჰეთ-თრიკის გატანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ზივზივაძემ მეკარის წინააღმდეგ სახიფათო თამაში ითამაშა.სრული სურათისთვის უნდა ითქვას, რომ 58-ე წუთიდან სტუმრები უმცირესობაში თამაშობდნენ მცველი შანოს გაძევების შემდეგ. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ლუქსემბურგს გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.პლეი-ოფის ფინალი თბილისში, 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.რაც შეეხება ბერძნებს, მასპინძლებმა ყაზახებს შანსი არ დაუტოვეს და პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანეს: მე-9, მე-15, 37-ე და 40-ე წუთებზე.მეორე ტაიმში საბერძნეთის ნაკრებმა 87-ე წუთზე ტოპალოვის ავტოგოლის წყალობით კიდევ ერთი გოლით გაზარდა უპირატესობა.საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრები კი ტურნირის ფინალურ ნაწილში არასოდეს გასულა.ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286975607_143:0:1844:1276_1920x0_80_0_0_730c2262c4de40cfb3075376e209c6e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საბერძნეთს დაუპირისპირდება
ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდება საბერძნეთის ნაკრებს, რომელმაც შინ ყაზახეთი გაანადგურა - 5:0.
ხუთშაბათს კი, პირველ ნახევარფინალურ თამაშში, საქართველომ მარტივად დაამარცხა ლუქსემბურგი - 2:0. ორივე გოლი „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. თავდამსხმელს პირველი ტაიმის დასაწყისშივე შეეძლო ჰეთ-თრიკის გატანა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ზივზივაძემ მეკარის წინააღმდეგ სახიფათო თამაში ითამაშა.
სრული სურათისთვის უნდა ითქვას, რომ 58-ე წუთიდან სტუმრები უმცირესობაში თამაშობდნენ მცველი შანოს გაძევების შემდეგ. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ლუქსემბურგს გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.
პლეი-ოფის ფინალი თბილისში, 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ბერძნებს, მასპინძლებმა ყაზახებს შანსი არ დაუტოვეს და პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაიტანეს: მე-9, მე-15, 37-ე და 40-ე წუთებზე.
მეორე ტაიმში საბერძნეთის ნაკრებმა 87-ე წუთზე ტოპალოვის ავტოგოლის წყალობით კიდევ ერთი გოლით გაზარდა უპირატესობა.
საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრები კი ტურნირის ფინალურ ნაწილში არასოდეს გასულა.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.