https://sputnik-georgia.com/20240322/qarselaze-rikotis-ureltexili-avtomobilebistvis-usafrtxoa-286978803.html
ქარსელაძე: რიკოთის უღელტეხილი ავტომობილებისთვის უსაფრთხოა
ქარსელაძე: რიკოთის უღელტეხილი ავტომობილებისთვის უსაფრთხოა
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით. 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T15:40+0400
2024-03-22T15:40+0400
2024-03-22T15:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ვითარება გზებზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რიკოთის უღელტეხილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284239156_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_dcd4bb0c8bbe7b8213036e69585c0aeb.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე მანქანების მოძრაობა უსაფრთხოა, მიუხედავად გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა, ამის შესახებ Palitranews-ის ეთერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.რიკოთის უღელტეხილი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთია. 2023 წლის 30 მარტიდან ის იყო დაკეტილი მეწყერსაშიშროების გამო. მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგა მხოლოდ 2024 წლის იანვარში, მანამდე კი სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა. ამ პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობდა და რიკოთი შესაძლოა მომდევნო დიდ კატასტროფად იქცეს მაღალმთიან კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც 2023 წლის აგვისტოში მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.დაახლოებით, 30 ტყუილი იყო ნათქვამი რიკოთთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუილები ემსახურებოდა მოსახლეობის დაძაბვასა და დაშინებას, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ „არც არაფერი ყოფილა“, აღნიშნა მინისტრმა.გასულ წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) თოვლის დნობის შემდეგ არსებული გზიდან 200 მეტრში ნაპრალები დაფიქსირდა. დაიგეგმა კვლევები.უკვე 29 მარტს ნაპრალები გაფართოვდა და მეწყერმა ფერდზე მოძრაობა დაიწყო. სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა და 23:45 საათზე მიღებულ იქნა გზის დაკეტვის გადაწყვეტილება 30 მარტიდან.კვლევის პირველადი შედეგების შემდეგ 10 აპრილს მაგისტრალზე მოძრაობის აღდგა სპეციალური რეჟიმით: დღის საათებში მოძრაობდა სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ღამის საათებში - ტრაილერები. ეს რეჟიმი ოქტომბრამდე მოქმედებდა.სპეციალური რეჟიმი ოქტომბერში მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გაუქმდა, 2024 წლის იანვარში კი ტრაილერებისთვისაც.რიკოთის უღელტეხილირიკოთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს და ამავე დროს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს, რაც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი.შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს.როგორც ადრე მინისტრმა განმარტა, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი ოთხზოლიანი გზით, რომელიც არგვეთის კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.საუკუნის პროექტირიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან გაჭრილია 50, გრძელდება 51-ე გვირაბის გაჭრა. აქედან 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთების მშენებლობაზე 2,6 მლრდ ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
რიკოთის უღელტეხილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0f/284239156_310:0:1270:720_1920x0_80_0_0_955031a47dcc2ae51560ffab11dcb52a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რიკოთის უღელტეხილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რიკოთის უღელტეხილი
ქარსელაძე: რიკოთის უღელტეხილი ავტომობილებისთვის უსაფრთხოა
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე მანქანების მოძრაობა უსაფრთხოა, მიუხედავად გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა, ამის შესახებ Palitranews-ის ეთერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
რიკოთის უღელტეხილი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთია. 2023 წლის 30 მარტიდან ის იყო დაკეტილი მეწყერსაშიშროების გამო. მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგა მხოლოდ 2024 წლის იანვარში, მანამდე კი სპეციალური რეჟიმი მოქმედებდა. ამ პერიოდში ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობდა და რიკოთი შესაძლოა მომდევნო დიდ კატასტროფად იქცეს მაღალმთიან კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც 2023 წლის აგვისტოში მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
„რიკოთზე გადაადგილება არის უსაფრთხო. დიდი ხანია რიკოთი არავის უხსენებია, ძირითადად კამპანიური შეტევა იყო შარშან, დაახლოებით, 7 თვის მანძილზე, ვიდრე გავხსნიდით 27-კილომეტრიან მონაკვეთს“, - განაცხადა ქარსელაძემ.
დაახლოებით, 30 ტყუილი იყო ნათქვამი რიკოთთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუილები ემსახურებოდა მოსახლეობის დაძაბვასა და დაშინებას, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ „არც არაფერი ყოფილა“, აღნიშნა მინისტრმა.
გასულ წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის ტრასის 149-ე კილომეტრზე (რიკოთის უღელტეხილი) თოვლის დნობის შემდეგ არსებული გზიდან 200 მეტრში ნაპრალები დაფიქსირდა. დაიგეგმა კვლევები.
უკვე 29 მარტს ნაპრალები გაფართოვდა და მეწყერმა ფერდზე მოძრაობა დაიწყო. სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა და 23:45 საათზე მიღებულ იქნა გზის დაკეტვის გადაწყვეტილება 30 მარტიდან.
კვლევის პირველადი შედეგების შემდეგ 10 აპრილს მაგისტრალზე მოძრაობის აღდგა სპეციალური რეჟიმით: დღის საათებში მოძრაობდა სამგზავრო ტრანსპორტი და მსუბუქი ავტომობილები, ღამის საათებში - ტრაილერები. ეს რეჟიმი ოქტომბრამდე მოქმედებდა.
„რაც შეეხება 149-ე კილომეტრს ვიტყვი, რომ იქ მეწყერი არ ჩამოწოლილა. აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, მომეტებული საფრთხის გარემოებად იქნა მიჩნეული, ამის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიკოთი დაგვეკეტა და, შესაბამისად, გადაგვერთო მოძრაობა და დაგვეწესებინა სპეციალური რეჟიმი“,- განაცხადა ქარსელაძემ.
სპეციალური რეჟიმი ოქტომბერში მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გაუქმდა, 2024 წლის იანვარში კი ტრაილერებისთვისაც.
რიკოთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს და ამავე დროს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.
რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს, რაც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს.
როგორც ადრე მინისტრმა განმარტა, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი ოთხზოლიანი გზით, რომელიც არგვეთის კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან გაჭრილია 50, გრძელდება 51-ე გვირაბის გაჭრა. აქედან 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთების მშენებლობაზე 2,6 მლრდ ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.