https://sputnik-georgia.com/20240322/dafinansebas-politikasi-semowristvis-iyeneben-volski-arasamtavrobo-organizaciebze-286980412.html
დაფინანსებას პოლიტიკაში შემოჭრისათვის იყენებენ - ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებზე
დაფინანსებას პოლიტიკაში შემოჭრისათვის იყენებენ - ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებზე
Sputnik საქართველო
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ნაკლებად გამჭვირვალე გახდა, მიაჩნია დეპუტატებს 22.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-22T16:30+0400
2024-03-22T16:30+0400
2024-03-22T16:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დონორების დაფინანსებას იყენებს პოლიტიკაში ჩარევისა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი გუნდისგან საპასუხოდ კონკრეტულ მაგალითებს ითხოვენ, რომლებიც ამ ფაქტებს დაადასტურებდა.„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც NGO-ები შეიძლება რამე პარტიებთან კავშირში იყოს, ეს თუ მართლა ასეა, ამის მიზეზად ის კი არ უნდა ვეძებოთ, რომ ვიღაც NGO-ებს და დონორებს რამე ცუდი განზრახვა აქვთ საქართველოს მიმართ, არამედ ის, თუ რამდენად რთულია პარტიებისთვის დაფინანსების მიღება“, - აცხადებს "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.გამჭვირვალობის საკითხიარასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საქართველოში ნაკლებად გამჭვირვალე გახდა მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში საქართველოში არ მიიღეს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აშშ-ის კანონის (FARA) ანალოგი, განუცხადა მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.მისი თქმით, ისტორია მეორდება და შარშან რომ დაინიცირდა ამერიკული კანონი, მას დაარქვეს „რუსული კანონი“. ახლა კი როდესაც კითხვები დაისვა დაფინანსების თაობაზე, კითხვების დასმას დაარქვეს „ანტიამერიკული კამპანია“.დეპუტატის თქმით, ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ძალიან ბევრ საქმეში ეხმარებიან - პოლიციის, სასაზღვრო სამსახურების, მედიცინის სფეროში, ტრენინგებს ატარებენ, აღჭურვილობას იძენენ ხოლმე, არის დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.„ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, - განაცხადა მდინარაძემ.„იმას კი არ ვამბობთ, რომ ცუდ რამეში იხარჯება თუ კარგ რამეში, უბრალოდ კითხვას ვსვამთ, უნდა ვიცოდეთ თუ არა რაში იხარჯება ამერიკელი და ევროპელი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადამხდელის ფული?“ - აღნიშნა მდინარაძემ.ამავე დროს არის ძალიან დიდი სივრცე გაუმჭვირვალე ფინანსების და ამერიკის ნებისმიერი მოქალაქეც შეიძლება დაინტერესდეს, რაზე იხარჯება ფული.დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაფინანსების გამჭვირვალობის თემას თავადაც ააქტუალურებენ და უსვამენ ხაზს, რომ ყველაფერი „კარგ საქმეში“ იხარჯება. მდინარაძის თქმით, ეს ყველაფერი თავის გამართლებას უფრო ჰგავს.„აქედან გამომდინარე ჩვენ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
დაფინანსებას პოლიტიკაში შემოჭრისათვის იყენებენ - ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებზე
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ნაკლებად გამჭვირვალე გახდა, მიაჩნია დეპუტატებს
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დონორების დაფინანსებას იყენებს პოლიტიკაში ჩარევისა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„ესენი ამ დაფინანსებას იყენებენ პოლიტიკაში შემოჭრისათვის. დონორებმა კარგად უნდა იცოდნენ, რაში იხარჯება ფული. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იღებდეს დაფინანსებას“, - აცხადებს ვოლსკი.
ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი გუნდისგან საპასუხოდ კონკრეტულ მაგალითებს ითხოვენ, რომლებიც ამ ფაქტებს დაადასტურებდა.
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც NGO-ები შეიძლება რამე პარტიებთან კავშირში იყოს, ეს თუ მართლა ასეა, ამის მიზეზად ის კი არ უნდა ვეძებოთ, რომ ვიღაც NGO-ებს და დონორებს რამე ცუდი განზრახვა აქვთ საქართველოს მიმართ, არამედ ის, თუ რამდენად რთულია პარტიებისთვის დაფინანსების მიღება“, - აცხადებს "გირჩის" წევრი ჰერმან საბო.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საქართველოში ნაკლებად გამჭვირვალე გახდა მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში საქართველოში არ მიიღეს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აშშ-ის კანონის (FARA) ანალოგი, განუცხადა მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
„შარშან ჩვენ ვთქვით, რომ კანონს არ მივუბრუნდებით და მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა (ენჯეოების დაფინანსება - რედ.) და კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება - ჩვენ კანონს არ მივუბრუნდით და რა ხდება იქით მხარეს?! კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა ფინანსები, კიდევ უფრო არ ვიცით, სად მიდის ეს თანხები“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ისტორია მეორდება და შარშან რომ დაინიცირდა ამერიკული კანონი, მას დაარქვეს „რუსული კანონი“. ახლა კი როდესაც კითხვები დაისვა დაფინანსების თაობაზე, კითხვების დასმას დაარქვეს „ანტიამერიკული კამპანია“.
დეპუტატის თქმით, ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ძალიან ბევრ საქმეში ეხმარებიან - პოლიციის, სასაზღვრო სამსახურების, მედიცინის სფეროში, ტრენინგებს ატარებენ, აღჭურვილობას იძენენ ხოლმე, არის დახმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.
„ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის“, - განაცხადა მდინარაძემ.
„იმას კი არ ვამბობთ, რომ ცუდ რამეში იხარჯება თუ კარგ რამეში, უბრალოდ კითხვას ვსვამთ, უნდა ვიცოდეთ თუ არა რაში იხარჯება ამერიკელი და ევროპელი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადამხდელის ფული?“ - აღნიშნა მდინარაძემ.
ამავე დროს არის ძალიან დიდი სივრცე გაუმჭვირვალე ფინანსების და ამერიკის ნებისმიერი მოქალაქეც შეიძლება დაინტერესდეს, რაზე იხარჯება ფული.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაფინანსების გამჭვირვალობის თემას თავადაც ააქტუალურებენ და უსვამენ ხაზს, რომ ყველაფერი „კარგ საქმეში“ იხარჯება. მდინარაძის თქმით, ეს ყველაფერი თავის გამართლებას უფრო ჰგავს.
„აქედან გამომდინარე ჩვენ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.