რუსთავში სპორტის სასახლე გაიხსნა - ვიდეო

გამოწერა
რუსთავში ქალაქის ისტორიაში პირველი სპორტის სასახლე გაიხსნა. გახსნის ცერემონიას UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.
ეს არის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის.
კომპლექსში, რომლის ტრიბუნებიც 1500 მაყურებელზეა გათვლილი, შეჯიბრებიც გაიმართება.
რუსთავის სპორტის სასახლის მშენებლობა აზიურმა ბანკმა დააფინანსა და ამისთვის 24 მილიონი ლარი გამოყო.
მშენებლობა დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0