საქართველო-ლუქსემბურგი: თბილისი ევრო-2024-ის საგზურის მოსაპოვებლად ემზადება

© Lasha Kuprashviliქართველი ქომაგები
ქართველი ქომაგები - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
მატჩი თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 55 ათასამდე გულშემატკივარს იტევს, ბილეთები 24 საათში გაიყიდა.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ხუთშაბათს საღამოს თბილისში, „დინამო არენაზე“, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს „ლუქსემბურგთან“ ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ ჯაბა კანკავა დაბრუნდა.
ლუქსემბურგს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება დანელ სინანი („სტ.პაულის“ თავდამსხმელი), კვარაცხელიას მსგავსად ის მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. ტრავმების გამო მინდორზე ვერ გამოვლენ ვინსენტ ტილი (აზერბაიჯანული „საბაჰის“ შემტევი) და დირკ კარლსონი (ავსტრიული „სტ.პელტენის“ შემტევი).
გუნდის მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა არ დააკონკრეტა, საქართველოსთან ითამაშებენ თუ ვერა ვენის „აუსტრიის“ ცენტრალური მცველი მარვინ მარტინსი და „ჩერკასის“ ცენტრალური ნახევარმცველი ოლივიე ტილი.
შეხვედრის მთავარ არბიტრად 40 წლის ხოსე მარია სანჩესი დანიშნა. ესპანელი არბიტრი ფიფა-ს მსაჯია და უეფა-ს მსაჯთა ელიტარულ კატეგორიაში შედის.
მას რაულ ბაერო და ინიგო პრიეტო დაეხმარებიან. მეოთხე არბიტრი ხესუს ხილ მანსანო იქნება, ხოლო ვიდეორეფერიზე პასუხისმგებლები ხუან მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდესი არიან.
ქომაგების ტრადიციული მსვლელობა
18:00 საათიდან ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები აღმაშენებლის გამზირზე (No127) შეიკრიბებიან, საიდანაც „დინამო არენისკენ“ მსვლელობით გაემართებიან.
ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მსვლელობის ყველა მონაწილეს თეთრი ან წითელი მაისური ეცვას.
დიდი ეკრანი რესპუბლიკის მოედანზე
19:00 საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მერიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს. მოედანზე ქომაგებისთვის დიდ ეკრანს დაამონტაჟებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი“, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, საუდის არაბეთი), გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი“, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო ბათუმი“, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ჯაბა კანკავა („სლოვანი“, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).
განაცხადში ვერ მოხვდა საბა საზონოვი („ტორინო“, იტალია).
მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს უმასპინძლებს. წარმატების შემთხვევაში, საქართველო თბილისში 26 მარტს ამ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება და გერმანიაში ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.
თოფურიას და ნუცა ბუზალაძის გამოსვლები
„დინამო არენას“ სტადიონის კარები 19:00 საათზე გაიხსნება. 20:45 საათზე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.
შესვენებაზე მაყურებლის წინაშე მომღერალი ნუცა ბუზალაძე სიმღერით Fire Fighter წარდგება, რომლითაც ის „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე წარდგება.
მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0