https://sputnik-georgia.com/20240321/salome-zurabisvilma-ilia-tofuria-rirsebis-ordenit-daajildova-286974651.html
სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
Sputnik საქართველო
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. 21.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-21T20:38+0400
2024-03-21T20:38+0400
2024-03-21T21:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286538791_0:105:1080:713_1920x0_80_0_0_bcfce35fce08a3a837d554b386ae4e9d.jpg
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.აღინიშნა, რომ ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მათ კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესპანეთიდან 18 მარტს ჩამოვიდა. იგი დღეს, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. მარტის დასაწყისში მებრძოლს მიენიჭა ესპანეთის მოქალაქეობა, რომლის სახელითაც ის ასპარეზობს.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286538791_0:108:1080:918_1920x0_80_0_0_338c2273bb0eccb53fad2ed7e817b936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
20:38 21.03.2024 (განახლებულია: 21:39 21.03.2024) UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა.
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
აღინიშნა, რომ ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მათ კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ესპანეთიდან 18 მარტს ჩამოვიდა. იგი დღეს, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. მარტის დასაწყისში მებრძოლს მიენიჭა ესპანეთის მოქალაქეობა, რომლის სახელითაც ის ასპარეზობს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.