როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / StringerПогода - небо в облаках и вид на бульвар Батуми
Погода - небо в облаках  и вид на бульвар Батуми - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოში ნალექიან ამინდებს ვარაუდობენ
თბილისი, 21 მარტი — Sputnik.საქართველოში 22 მარტიდან 24 მარტის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ყველა ახალი ამბავი
0