რას ვსუნთქავთ საქართველოში: გამოქვეყნდა საერთაშორისო კვლევის უახლესი შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანის გამონაბოლქვი
მანქანის გამონაბოლქვი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველო ჰაერის დაბინძურების მხრივ 134 ქვეყანას შორის 62 ადგილზეა.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი აქვს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“ შვეიცარიული კომპანია „აიქიუეარის“ (IQAir) ანგარიშზე დაყრდნობით.
IQAir-ის მოხსენების თანახმად, რომელიც 2023 წელს ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, მსოფლიოს 134 ქვეყანას შორის საქართველო 62-ე ადგილზეა.
ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში საქართველოში ჰაერის ხარისხი (15,5 µg/m3) 3,3-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ჰაერის წლიური ხარისხის ნიშნულს (PM2.5 annual guideline), რომელიც 5 µg/m3-ს უდრის.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია და თუ 2019 წელს ის 20,1 ქულით იყო შეფასებული, 2022 წელს ის უკვე 16,4 ქულით შეფასდა. კვლევის თანახმად, საქართველოში ჰაერის ხარისხის მხრივ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ქალაქ რუსთავშია (23,9 µg/m3).
რაც შეეხება საქართველოს ქალაქებს, 7812 ქალაქს შორის თბილისი დაბინძურების კუთხით 1658-ე ადგილს იკავებს, რუსთავი - 909-ე ადგილს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთი 31-ე ადგილზეა – 26,4 ქულით, აზერბაიჯანი კი 52-ე ადგილზე – 18,8 ქულით. კვლევის თანახმად, თურქეთი 44-ე ადგილზეა (20,3), რუსეთი 94-ე ადგილზე (10,0). მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე დაბინძურებული ჰაერი ბანგლადეშშია (79,9), მეორე ადგილზეა პაკისტანი (73,7), მესამეზე კი – ინდოეთი (54,4). სუფთა ჰაერის მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ: ისლანდიას (4,0), მავრიკის (3,5) და ფრანგულ პოლინეზიას (3,2).
წყარო - IQAir
ყველა ახალი ამბავი
0