https://sputnik-georgia.com/20240321/ramdeni-patimaria-saqartvelos-cixeebsi-axali-statistika-286961390.html
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 21.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-21T12:20+0400
2024-03-21T12:20+0400
2024-03-21T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789452_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_cdd55a5ada85722cd1c84267c98c31c1.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, 9.626 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 345 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,27% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 81,5%-ით იყო შევსებული. განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,1%.პირს, რომელმაც პირამიდულ სქემაში 340 მლნ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინა, პატიმრობა მიესაჯა >>მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 35 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 66 პირი. მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.განაჩენს ელოდება 1,8 ათასზე მეტი პატიმარი - მათი უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკისაა. განაჩენს ელოდება ასევე 20 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 7 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 175 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.ნარკოტიკების შენახვა-შემოტანა საქართველოში: ოთხ დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება>>>უცხოელები საქართველოს ციხეებში2024 წლის 1 თებერვლისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 54 ქვეყნის 836 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს. აქედან 608 პირი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდის.უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 78 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მეოთხედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 24,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 126 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 462 უცხოელი 34 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/94/248789452_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_8b26d2ca7f254ee3c3970b036ca886b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში - ახალი სტატისტიკა
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, 9.626 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 345 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,27% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 81,5%-ით იყო შევსებული. განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,1%.
მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 35 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 66 პირი. მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
განაჩენს ელოდება 1,8 ათასზე მეტი პატიმარი - მათი უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკისაა. განაჩენს ელოდება ასევე 20 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 7 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 175 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1 თებერვლისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 54 ქვეყნის 836 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს. აქედან 608 პირი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 78 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მეოთხედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 24,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 126 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 462 უცხოელი 34 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.