https://sputnik-georgia.com/20240321/papuasvili-ucxoetidan-dafinansebuli-arasamtavroboebi-saqartvelos-winaarmdeg-moqmedeben-286961043.html
პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ
პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ
Sputnik საქართველო
ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლება პერიოდულად ადანაშაულებს ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება 21.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-21T10:40+0400
2024-03-21T10:40+0400
2024-03-21T10:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043312_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_57cf5f23e9af79cd9b34bc11b950ebd2.jpg
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.პარლამენტის სპიკერის თქმით, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, „ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია“.„ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ NGO-ებს აქვთ“, - განაცხადა მან.მისი თქმით, არასამთავროების გარდა, დეზინფორმაციას პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატებიც ავრცელებენ.„ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.„ევრონესტის" ასამბლეა: მდინარაძემ უკრაინის დელეგაცია ტყუილში დაადანაშაულა>>ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა.საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286043312_45:117:1028:854_1920x0_80_0_0_cf117c729f4cc23e2644572e18d85cea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებენ
ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლება პერიოდულად ადანაშაულებს ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„ჩვენ გვესმის ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, „ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია“.
„ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ NGO-ებს აქვთ“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, არასამთავროების გარდა, დეზინფორმაციას პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატებიც ავრცელებენ.
„ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.