https://sputnik-georgia.com/20240321/ilia-tifuria-rirsebis-ordenze-waradgines-286973885.html
ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა 21.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-21T19:20+0400
2024-03-21T19:20+0400
2024-03-21T20:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს სიამაყე
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286966912_552:239:1953:1027_1920x0_80_0_0_6633b9506bfc1305907f5dad6322d1a4.jpg
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია წარადგინეს ღირსების ორდენზე - ჯილდოს, რომელიც ასევე გამოჩენილი სპორტული მიღწევებისთვის გადაეცემა.UFC-ის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა. იგი დღეს, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. მარტის დასაწყისში მებრძოლს მიენიჭა ესპანეთის მოქალაქეობა, რომლის სახელითაც ის ასპარეზობს.შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/03/15/286966912_590:227:1911:1218_1920x0_80_0_0_2874f003a11731043a4d0b7ea3792e85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სიამაყე, ესპანეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სიამაყე, ესპანეთი
ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს
19:20 21.03.2024 (განახლებულია: 20:45 21.03.2024) მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა
თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია წარადგინეს ღირსების ორდენზე - ჯილდოს, რომელიც ასევე გამოჩენილი სპორტული მიღწევებისთვის გადაეცემა.
UFC-ის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა. იგი დღეს, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების წინაშე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.
ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.
მანამდე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა. მარტის დასაწყისში მებრძოლს მიენიჭა ესპანეთის მოქალაქეობა, რომლის სახელითაც ის ასპარეზობს.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია.
ამ გამარჯვებისთვის ილიამ 350 ათასი დოლარი მიიღო. ჰონორარის ნაწილი მან საქართველოში სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გადარიცხა.