არაგვის ხიდზე შეზღუდვები წესდება

© photo: Sputnik / Stringerარაგვის ხიდი
არაგვის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე 10 დღის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0