https://sputnik-georgia.com/20240321/amerikul-sevardeni-286967812.html
მოსაზრება: 20 წლის შემდეგ ამერიკული F-35-ის სერიული წარმოება იწყება
მოსაზრება: 20 წლის შემდეგ ამერიკული F-35-ის სერიული წარმოება იწყება
Sputnik საქართველო
დიდი გაყიდვების დროდადგა, ზემოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნა დაამერიკელი მოკავშირეების უსაფრთხოება... 21.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-21T16:22+0400
2024-03-21T16:22+0400
2024-03-21T16:22+0400
მიმოხილვები
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0b/260425002_0:130:3072:1858_1920x0_80_0_0_1d06dee67d33443780e591b8a1af8b67.jpg
დიდი გაყიდვების დროდადგა, ზემოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნა დაამერიკელი მოკავშირეების უსაფრთხოება. ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტების ზეწოლის შედეგად, პენტაგონმა მოიწონა ახალი თაობის გამანადგურებელი ბომბდამშენების მასიური წარმოება, მიუხედავად მათინაკლოვანებებისა.გამანადგურებელი ბომბდამშენი F-35 Lightning ოფიციალურად დაშვებულია სერიული წარმოებისთვის 23 წლისშემდეგ, მას მერე, რაცкак Lockheed Martin კონტრაქტი მოიგო... სავარაუდოდ, 2024 წლამდე გამოშვებული 1000 თვითმფრინავი F-35 იყო ექსპერიმენტული სერია. რაშეიცვალა რეალობაში?ამერიკული სამხედრო საჰაერო ძალები 2025 წლის შეკვეთას ამცირებენ 21 გამანადგურებლით და „არ მიიღებენ ახალ თვითმფრინავებს Block 4, მოდიფიკაციის შიშით“. მარტში ბომბდამშენი F-35 ოფიციალურად იყო სერტიფიცირებული თერმობირთვული ავიაბომბების B61-12 გამოყენებისათვის, მისი სერიოზული ნაკლოვანებები კი მაინც არ იქნა აღმოფხვრილი...ავტომატიზებული ლოჯისტიკური საინფორმაციო სისტემა (ALIS) უმწიკვლოა მხოლოდ Lockheed Martin-ის ვიდეორგოლებში. ნომინალურად კი, უახლესი F-35 Block 4 კონვეირიდან პირდაპირ სადგომზე (ჩიხში) მიემართება და იქ რეალური მოდერნიზაციის მოლოდინში რჩება.F-35 -ს საშუალო ფასი 100 მილიონი აშშ დოლარია, მთელი პროგრამის ღირებულება კი 1,7 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამ დროს, თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებისათვის მზად არ არის და არც არასდროს მიუღია მათში მონაწილეობა. უფრო მეტიც, აშშ-ს საჰაერო ძალების გამანადგურებლების F-35 დაახლოებით ორი მესამედი (440 ერთეული) ფრენებისათვის საერთოდ უვარგისია.მაგრამ, მიუხედავად უამრავი კრიტიკული ნაკლოვანებებისა, ყოველწლიურად გამოიშვება 150 F-35 ...საშიში მითები და გეგმებიაშშ-ს სამხედრო ანალიტიკოსებს შედგენილი აქვთ ყველაზე წარუმატებელი ავია პროექტების ნუსხა და F-35, სრულიად დამსახურებულად, შევიდა პენტაგონის ყველაზე ცუდი თვითმფრინავების ხუთეულში.სულ სხვაა სერიული წარმოება და ამერიკული მარკეტინგი. კომპანია Lockheed Martin -ის სუფთა მოგება 2023 წელს გაიზარდა 21%, ანუ, 6, 92 მილიარდ დოლარამდე. ცხელი გეოპოლიტიკური მოვლენებისა და გამოგონილი საფრთხეების ფონზე, საგარეო მოთხოვნა F-35 -ზე იზრდება. შემკვეთების რიგში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა საბერძნეთი, ჩეხეთი და რუმინეთი.ვაშინგტონი ევროპაში ახალ მითს თესავს, კერძოდ, F-35 -ის მრავალმხრივ ძლევამოსილებაზე: „F-35 -ის მაღალი სიცოცხლისუნარიანობა ძალიან გაურთულებს მოსკოვს, თავი დაიცვას მძლავრი ავია დარტყმებისაგან“.ასეთი მარკეტინგი ევროპასა და ამერიკისათვის, უდავოდ, თვითმკვლელობის ტოლფასია.„სწრაფი გლობალური დარტყმის“ გეგმა (Prompt Global Strike) აშშ-ს კონგრესმა მოიწონა და დააფინანსა ჯერ კიდევ 2007 წელს. იმისათვის, რომ ასეთი დარტყმა ვერ იქნეს მოგერიებული, ვაშინგტონი გეგმავს, ევროპელ და აზიელ მოკავშირეებს მიჰყიდოს ასეულობით და ათასობით F-35.აშშ-ს საჰაერო ძალების ცნობით, ყველა F-35-ს „ექნებათ ბირთვული სერტიფიკაცია’. ევროპაში სულ უფრო აქტიური ხდება მოწოდებები, შეიქმნას კონტინენტური ბირთვული არსენალები, რომელიც დამიზნებული იქნება რუსეთზე. აშშ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფინეთთან F-35 -ს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან განლაგების თაობაზე.ვაშინგტონი ფსონს დებს რუსეთის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის მასიურ გამოყენებაზე ევროპელი ვასალების მიერ...F-35 -ის საექსპლუატაციო ხარჯები შეადგენს, დაახლოებით, 35 ათას დოლარს საათში. ავია კატასტროფების სერიამ ევროპასა და აზიაში, არასაბრძოლო ექსპლუატაციის პირობებში, ძალზედ უარყოფითად იმოქმედა F-35 -ის რეპუტაციაზე. ბელგიამ უარიც კი განაცხადა F-35A-ს პირველ პარტიაზე, ვინაიდან ეს თვითმფრინავები ჩათვალა „ტექნიკურად არასაიმედოდ“...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0b/260425002_649:230:3072:2048_1920x0_80_0_0_b2cfe1fb97e1bd50a8435057793a4f0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
მიმოხილვები, ანალიტიკა
დიდი გაყიდვების დროდადგა, ზემოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნა დაამერიკელი მოკავშირეების უსაფრთხოება. ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ლობისტების ზეწოლის შედეგად, პენტაგონმა მოიწონა ახალი თაობის გამანადგურებელი ბომბდამშენების მასიური წარმოება, მიუხედავად მათინაკლოვანებებისა.
გამანადგურებელი ბომბდამშენი F-35 Lightning ოფიციალურად დაშვებულია სერიული წარმოებისთვის 23 წლისშემდეგ, მას მერე, რაცкак Lockheed Martin კონტრაქტი მოიგო... სავარაუდოდ, 2024 წლამდე გამოშვებული 1000 თვითმფრინავი F-35 იყო ექსპერიმენტული სერია. რაშეიცვალა რეალობაში?
ამერიკული სამხედრო საჰაერო ძალები 2025 წლის შეკვეთას ამცირებენ 21 გამანადგურებლით და „არ მიიღებენ ახალ თვითმფრინავებს Block 4, მოდიფიკაციის შიშით“. მარტში ბომბდამშენი F-35 ოფიციალურად იყო სერტიფიცირებული თერმობირთვული ავიაბომბების B61-12 გამოყენებისათვის, მისი სერიოზული ნაკლოვანებები კი მაინც არ იქნა აღმოფხვრილი...
ავტომატიზებული ლოჯისტიკური საინფორმაციო სისტემა (ALIS) უმწიკვლოა მხოლოდ Lockheed Martin-ის ვიდეორგოლებში. ნომინალურად კი, უახლესი F-35 Block 4 კონვეირიდან პირდაპირ სადგომზე (ჩიხში) მიემართება და იქ რეალური მოდერნიზაციის მოლოდინში რჩება.
F-35 -ს საშუალო ფასი 100 მილიონი აშშ დოლარია, მთელი პროგრამის ღირებულება კი 1,7 ტრილიონ დოლარს აღემატება. ამ დროს, თვითმფრინავი საბრძოლო მოქმედებებისათვის მზად არ არის და არც არასდროს მიუღია მათში მონაწილეობა. უფრო მეტიც, აშშ-ს საჰაერო ძალების გამანადგურებლების F-35 დაახლოებით ორი მესამედი (440 ერთეული) ფრენებისათვის საერთოდ უვარგისია.
მაგრამ, მიუხედავად უამრავი კრიტიკული ნაკლოვანებებისა, ყოველწლიურად გამოიშვება 150 F-35 ...
აშშ-ს სამხედრო ანალიტიკოსებს შედგენილი აქვთ ყველაზე წარუმატებელი ავია პროექტების ნუსხა და F-35, სრულიად დამსახურებულად, შევიდა პენტაგონის ყველაზე ცუდი თვითმფრინავების ხუთეულში.
სულ სხვაა სერიული წარმოება და ამერიკული მარკეტინგი. კომპანია Lockheed Martin -ის სუფთა მოგება 2023 წელს გაიზარდა 21%, ანუ, 6, 92 მილიარდ დოლარამდე. ცხელი გეოპოლიტიკური მოვლენებისა და გამოგონილი საფრთხეების ფონზე, საგარეო მოთხოვნა F-35 -ზე იზრდება. შემკვეთების რიგში აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა საბერძნეთი, ჩეხეთი და რუმინეთი.
ვაშინგტონი ევროპაში ახალ მითს თესავს, კერძოდ, F-35 -ის მრავალმხრივ ძლევამოსილებაზე: „F-35 -ის მაღალი სიცოცხლისუნარიანობა ძალიან გაურთულებს მოსკოვს, თავი დაიცვას მძლავრი ავია დარტყმებისაგან“.
ასეთი მარკეტინგი ევროპასა და ამერიკისათვის, უდავოდ, თვითმკვლელობის ტოლფასია.
„სწრაფი გლობალური დარტყმის“ გეგმა (Prompt Global Strike) აშშ-ს კონგრესმა მოიწონა და დააფინანსა ჯერ კიდევ 2007 წელს. იმისათვის, რომ ასეთი დარტყმა ვერ იქნეს მოგერიებული, ვაშინგტონი გეგმავს, ევროპელ და აზიელ მოკავშირეებს მიჰყიდოს ასეულობით და ათასობით F-35.
აშშ-ს საჰაერო ძალების ცნობით, ყველა F-35-ს „ექნებათ ბირთვული სერტიფიკაცია’. ევროპაში სულ უფრო აქტიური ხდება მოწოდებები, შეიქმნას კონტინენტური ბირთვული არსენალები, რომელიც დამიზნებული იქნება რუსეთზე. აშშ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფინეთთან F-35 -ს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან განლაგების თაობაზე.
ვაშინგტონი ფსონს დებს რუსეთის წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღის მასიურ გამოყენებაზე ევროპელი ვასალების მიერ...
F-35 -ის საექსპლუატაციო ხარჯები შეადგენს, დაახლოებით, 35 ათას დოლარს საათში. ავია კატასტროფების სერიამ ევროპასა და აზიაში, არასაბრძოლო ექსპლუატაციის პირობებში, ძალზედ უარყოფითად იმოქმედა F-35 -ის რეპუტაციაზე. ბელგიამ უარიც კი განაცხადა F-35A-ს პირველ პარტიაზე, ვინაიდან ეს თვითმფრინავები ჩათვალა „ტექნიკურად არასაიმედოდ“...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე