https://sputnik-georgia.com/20240320/vachroba-saqartvelosa-da-rusets-shoris-monacemebi-ganaxlda-286950872.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა. 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T18:14+0400
2024-03-20T18:14+0400
2024-03-20T18:14+0400
საქართველო
საქსტატი
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/71/248727188_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_2de2a8645491f844f7d602bd32ff0a82.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 410,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ორ თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 13,9% შეადგინა. რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 47,5 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი. რუსეთიდან ასევე შემოვიდა 245 ათას ტონამდე გაზი, 120,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 29,3 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 18,7 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24872/71/248727188_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_4c0b8c918fd5adfb53801c9be7eaca9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით შემცირდა და 410,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების
ცნობით, მიმდინარე წლის ორ თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 13,9% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-თებერვალში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა % |
ექსპორტი | 96,8 | -24,5 |
იმპორტი | 313,8 | -7,4 |
სულ | 410,6 | -11,7 |
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 47,5 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარ-თებერვალი
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
ღვინო | 35,9 | 50,7 |
სპირტიანი სასმელები | 16,4 | 85,7 |
მინერალური წყალი | 11,7 | 8,9 |
ლიმონათი | 7,9 | 36,4 |
ციტრუსი | 7,2 | 232,8 |
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 245 ათას ტონამდე გაზი, 120,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 29,3 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), 18,7 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.
აქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარ-თებერვალი
საქონელი | მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა,% |
ნავთობპროდუქტები | 90,1 | -17,0 |
გაზი | 64,5 | -5,7 |
ნახშირბადოვანი ფოლადი | 17,8 | 144,8 |
ხორბალი | 11,9 | 17,5 |
ბოთლები და ტარა | 7,1 | -2,8 |
2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.