https://sputnik-georgia.com/20240320/texsom-konkursshi-qartulma-gvinoebma-jildoebi-moipoves-286947816.html
TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
Sputnik საქართველო
გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T12:50+0400
2024-03-20T12:50+0400
2024-03-20T12:50+0400
საქართველო
აშშ
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საზოგადოება
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.TEXSOM-ის კონკურსზე 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.ტექსასის სომელიეთა კონფერენცია 2005 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლებას - კონფერენცია შემდგომ გადაიქცა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში ქართული კომპანიების პროდუქცია ღვინისა ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით მონაწილეობდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ასევე მოეწყობა 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებშიც.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საზოგადოება, ეკონომიკა, ახალი ამბები
TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
TEXSOM-ის კონკურსზე 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები იყო წარდგენილი, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე უკვე იყიდება.
გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი
მოიპოვა.
„ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და, ამავე დროს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტექსასის სომელიეთა კონფერენცია 2005 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლებას - კონფერენცია შემდგომ გადაიქცა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად.
2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში ქართული კომპანიების პროდუქცია ღვინისა ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo & Partners-ის ორგანიზებით მონაწილეობდა.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ასევე მოეწყობა 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებშიც.