https://sputnik-georgia.com/20240320/stoltenbergis-mogzauroba-kavkasiasi-286954581.html
მოსაზრება: რისთვის იმოგზაურა სტოლტენბერგმა ბაქოში, თბილისსა და ერევანში
მოსაზრება: რისთვის იმოგზაურა სტოლტენბერგმა ბაქოში, თბილისსა და ერევანში
Sputnik საქართველო
აშშ და ნატო უკრაინულ ფრონტზე ანტირუსული საშუალებებისა და რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდიან. ალიანსის გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის სამდღიანი ექსპრეს-ვიზიტი... 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T16:20+0400
2024-03-20T16:20+0400
2024-03-20T16:20+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266751003_0:0:2953:1662_1920x0_80_0_0_e865ad8fdc0e766974b8d6bbc8cf89e7.jpg
აშშ და ნატო უკრაინულ ფრონტზე ანტირუსული საშუალებებისა და რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდიან. ალიანსის გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის სამდღიანი ექსპრეს-ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, ერთი შეხედვითაც კი, გამოიყურება, როგორც კოლექტიური დასავლეთის მცდელობა, ბაქოს, თბილისსა და ერევანს მობილიზება გაუკეთოს მოსკოვთან საბრძოლველად. თუმცა, სტოლტენბერგის მივლინების წარმატება საეჭვოა...19 მარტს ერევანში ნატოს გენერალური მდივანი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ ვააჰნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთისა და ნატოს თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული პრობლემები, მათ შორის - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები და პერსპექტივები. საუბარი აგრეთვე შეეხო რეფორმებს სომხეთის ჯარში, ნატოს ძალებთან ოპერატიული თავსებადობის მისაღწევად. სტოლტენბერგი მიესალმა სომხეთის „სოლიდარობას უკრაინისადმი“ და მოუწოდა „ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პუტინმა ვერ გაიმარჯვოს“.თბილისში 18 მარტს ალიანსის გენმდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის არაერთი საკითხი. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოს მისიებში, ქვეყანას აღუთქვა „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ მხარდაჭერა, მაღალი შეფასება მისცა ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უკრაინას საქართველოს მხრიდან...17 მარტს ბაქოში იენს სტოლტენბერგი ესაუბრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს. მან აღნიშნა, რომ ალიანსი აფასებს „აზერბაიჯანისა და ნატოს დიდი ხნის თანამშრომლობას“, მოუწოდა, ‘უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას“ და მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს ნატოს მისიებში შეტანილი წვლილისათვის, „განსაკუთრებით, კოსოვოსა და ავღანეთში“.ალიანსის აქტიური ინტერესი რეგიონის მიმართ, სტოლტენბერგის საქებარი სიტყვები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხელმძღვანელების მისამართით, შეიძლება, სახიფათო შედეგების მომტანი გახდეს. ‘ტროას ცხენებმა“ და ნატოს აქტიურმა ჩარევამ დსთ-ს ტერიტორიაზე, არაა გამორიცხული, სისხლის ღვრა გამოიწვიოს, როგორც ეს მოხდა უზბეკეთში (2025 წელს) , საქართველოში (2008 წელს), უკრაინაში (2014 და 2022 წლებში). ერაყზე, იუგოსლავიაზე, ავღანეთზე, ლიბიასა და სირიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...სომხური ინტრიგასომხეთის პრეზიდენტმა ვააჰნ ხაჩატურიანმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი არჩევა მიულოცეს. ერევანი იმედოვნებს, რომ „რუსეთთან შინაარსიანი დიალოგი გაგრძელდება“. მოსკოვი კი სომხეთს აფრთხილებს, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ ერევნის ანტირუსულ კურსში ჩათრევის მცდელობები, ამ რესპუბლიკისათვის დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.ერევანმა აღნიშნა „ნატოს უკიდურესი შეშფოთება“ სომხეთ=აზერბაიჯანის საზღვარზე შარშან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მაშინ, სრულიად შემთხვევით, ეს მოვლენები დაემთხვა აშშ-ს და სომხეთის ჯარების ერთობლივ მანევრებს Eagle Partner, რომელიც ერევნიდან 15 კილომეტრში ტარდებოდა.ფრანგული Figaroაღნიშნავს, რომ ა.წ. სექტემბერში სომხეთმა არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ „დისტანცირება მოეხდინა’ ტრადიციული და სტრატეგიული პარტნიორისაგან - რუსეთისგან.უფრო მეტიც - ყარაბახის მოვლენების ფონზე, ერევანმა მოსკოვს უმოქმედობაში დასდო ბრალი... სომხეთის ხელმძღვანელობამ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება მოახდინა და დახმარებისათვის დასავლეთს მიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა , რომ მისი ქვეყანა განაცხადს ამზადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და შემთხვევითი არაა, რომ სომხეთის ბანკების უმრავლესობის ბანკომატები 2024 წლის 30 მარტიდან რუსეთის საგადასახადო სისტემა „მირის“ ბარათებს აღარ მოემსახურებიან. ეს ყველაფერი ხელს აძლევს აშშ-სა და ნატოს, რომლებიც ცდილობენ, დიდი ხნით დატოვონ რუსეთი „ფრონტების ალყაში“.საქართველოს გამოცდილებათბილისში, პრეს-კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგს საქართველოს დედაქალაქი ბაქოში აერია, ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა...ნატოსთან ურთიერთობები საქართველომ 1992 წელს დაამყარა, როცა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში გაწევრიანდა. 2008 წლის ნატოს სამიტზე ბუქარესტში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. და აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ დაადასტურეს ეს გადაწყვეტილება.ბუქარესტის ამ „ისტორიული“ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე 15 წელი გავიდა, მაგრამ საქართველო მიზანს ვერა და ვერ მიუახლოვდა... სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, აეძულებინათ თბილისი „2008 წლის აგვისტოს“ რევანშისათვის, ანუ, სამხედრო კონფრონტაციისათვის მოსკოვთან, საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცედ განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკის გატარებას...თბილისისა და მოსკოვის მშვიდობიან ეკონომიკურ თანამშრომლობას ქართული მოსახლეობისათვის ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი მოაქვს. რუსეთი საქართველოსთვის არის მეორე, თურქეთის შემდეგ, უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი. მესამე ადგილზეა ჩინეთი, მეოთხეზე - აზერბაიჯანი, ხოლო შეერთებული შტატები მხოლოდ მეხუთეზე. ასეთია რეალობა...აზერბაიჯანის მთავარი იარაღიალიანსის ინტერესი ბაქოსადმი სრულიად გასაგებია და სტოლტენბერგის აქცენტი აზერბაიჯანის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემთხვევითი სულაც არ არის.ნატოს ქვეყნებს არ ჰყოფნით რესურსები განვითარებისათვის და მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნავთობი და გაზი. ციმბირის ნახშირწყალბადები, გასაგები მიზეზებით, დასავლეთ ევროპაში კიდევ დიდხანს არ მიეწოდება. ამიტომ აზერბაიჯანის მთავარი იარაღი არის კასპიის ნახშირწყალბადები და მაგისტრალური მილსადენები, რისთვისაც დასავლეთი მზადაა, ფულთან ერთად, ლოიალობაც „გადაიხადოს“.მოსკოვი კი ყურადღებით აანალიზებს უახლოესი მეზობლების სიტყვებსა და საქმეებს...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/13/266751003_116:0:2655:1904_1920x0_80_0_0_caedfe5c31ea71a392ab2aa215ac254b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება
ანალიტიკა, მიმოხილვები, მოსაზრება
აშშ და ნატო უკრაინულ ფრონტზე ანტირუსული საშუალებებისა და რესურსების მწვავე დეფიციტს განიცდიან. ალიანსის გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის სამდღიანი ექსპრეს-ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში, ერთი შეხედვითაც კი, გამოიყურება, როგორც კოლექტიური დასავლეთის მცდელობა, ბაქოს, თბილისსა და ერევანს მობილიზება გაუკეთოს მოსკოვთან საბრძოლველად. თუმცა, სტოლტენბერგის მივლინების წარმატება საეჭვოა...
19 მარტს ერევანში ნატოს გენერალური მდივანი შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ ვააჰნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთისა და ნატოს თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული პრობლემები, მათ შორის - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები და პერსპექტივები. საუბარი აგრეთვე შეეხო რეფორმებს სომხეთის ჯარში, ნატოს ძალებთან ოპერატიული თავსებადობის მისაღწევად. სტოლტენბერგი მიესალმა სომხეთის „სოლიდარობას უკრაინისადმი“ და მოუწოდა „ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პუტინმა ვერ გაიმარჯვოს“.
თბილისში 18 მარტს ალიანსის გენმდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის არაერთი საკითხი. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოს მისიებში, ქვეყანას აღუთქვა „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ მხარდაჭერა, მაღალი შეფასება მისცა ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უკრაინას საქართველოს მხრიდან...
17 მარტს ბაქოში იენს სტოლტენბერგი ესაუბრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს. მან აღნიშნა, რომ ალიანსი აფასებს „აზერბაიჯანისა და ნატოს დიდი ხნის თანამშრომლობას“, მოუწოდა, ‘უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას“ და მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს ნატოს მისიებში შეტანილი წვლილისათვის, „განსაკუთრებით, კოსოვოსა და ავღანეთში“.
ალიანსის აქტიური ინტერესი რეგიონის მიმართ, სტოლტენბერგის საქებარი სიტყვები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხელმძღვანელების მისამართით, შეიძლება, სახიფათო შედეგების მომტანი გახდეს. ‘ტროას ცხენებმა“ და ნატოს აქტიურმა ჩარევამ დსთ-ს ტერიტორიაზე, არაა გამორიცხული, სისხლის ღვრა გამოიწვიოს, როგორც ეს მოხდა უზბეკეთში (2025 წელს) , საქართველოში (2008 წელს), უკრაინაში (2014 და 2022 წლებში). ერაყზე, იუგოსლავიაზე, ავღანეთზე, ლიბიასა და სირიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
სომხეთის პრეზიდენტმა ვააჰნ ხაჩატურიანმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი არჩევა მიულოცეს. ერევანი იმედოვნებს, რომ „რუსეთთან შინაარსიანი დიალოგი გაგრძელდება“. მოსკოვი კი სომხეთს აფრთხილებს, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ ერევნის ანტირუსულ კურსში ჩათრევის მცდელობები, ამ რესპუბლიკისათვის დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
ერევანმა აღნიშნა „ნატოს უკიდურესი შეშფოთება“ სომხეთ=აზერბაიჯანის საზღვარზე შარშან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მაშინ, სრულიად შემთხვევით, ეს მოვლენები დაემთხვა აშშ-ს და სომხეთის ჯარების ერთობლივ მანევრებს Eagle Partner, რომელიც ერევნიდან 15 კილომეტრში ტარდებოდა.
ფრანგული Figaroაღნიშნავს, რომ ა.წ. სექტემბერში სომხეთმა არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ „დისტანცირება მოეხდინა’ ტრადიციული და სტრატეგიული პარტნიორისაგან - რუსეთისგან.
უფრო მეტიც - ყარაბახის მოვლენების ფონზე, ერევანმა მოსკოვს უმოქმედობაში დასდო ბრალი... სომხეთის ხელმძღვანელობამ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება მოახდინა და დახმარებისათვის დასავლეთს მიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა , რომ მისი ქვეყანა განაცხადს ამზადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და შემთხვევითი არაა, რომ სომხეთის ბანკების უმრავლესობის ბანკომატები 2024 წლის 30 მარტიდან რუსეთის საგადასახადო სისტემა „მირის“ ბარათებს აღარ მოემსახურებიან. ეს ყველაფერი ხელს აძლევს აშშ-სა და ნატოს, რომლებიც ცდილობენ, დიდი ხნით დატოვონ რუსეთი „ფრონტების ალყაში“.
თბილისში, პრეს-კონფერენციაზე იენს სტოლტენბერგს საქართველოს დედაქალაქი ბაქოში აერია, ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა...
ნატოსთან ურთიერთობები საქართველომ 1992 წელს დაამყარა, როცა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში გაწევრიანდა. 2008 წლის ნატოს სამიტზე ბუქარესტში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. და აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ დაადასტურეს ეს გადაწყვეტილება.
ბუქარესტის ამ „ისტორიული“ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე 15 წელი გავიდა, მაგრამ საქართველო მიზანს ვერა და ვერ მიუახლოვდა... სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, აეძულებინათ თბილისი „2008 წლის აგვისტოს“ რევანშისათვის, ანუ, სამხედრო კონფრონტაციისათვის მოსკოვთან, საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცედ განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკის გატარებას...
თბილისისა და მოსკოვის მშვიდობიან ეკონომიკურ თანამშრომლობას ქართული მოსახლეობისათვის ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი მოაქვს. რუსეთი საქართველოსთვის არის მეორე, თურქეთის შემდეგ, უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორი. მესამე ადგილზეა ჩინეთი, მეოთხეზე - აზერბაიჯანი, ხოლო შეერთებული შტატები მხოლოდ მეხუთეზე. ასეთია რეალობა...
აზერბაიჯანის მთავარი იარაღი
ალიანსის ინტერესი ბაქოსადმი სრულიად გასაგებია და სტოლტენბერგის აქცენტი აზერბაიჯანის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე შემთხვევითი სულაც არ არის.
ნატოს ქვეყნებს არ ჰყოფნით რესურსები განვითარებისათვის და მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნავთობი და გაზი. ციმბირის ნახშირწყალბადები, გასაგები მიზეზებით, დასავლეთ ევროპაში კიდევ დიდხანს არ მიეწოდება. ამიტომ აზერბაიჯანის მთავარი იარაღი არის კასპიის ნახშირწყალბადები და მაგისტრალური მილსადენები, რისთვისაც დასავლეთი მზადაა, ფულთან ერთად, ლოიალობაც „გადაიხადოს“.
მოსკოვი კი ყურადღებით აანალიზებს უახლოესი მეზობლების სიტყვებსა და საქმეებს...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე