წლის დასაწყისიდან საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - ვისთან ვაჭრობს საქართველო?

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2024
გამოწერა
ექსპორტმა 803,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 12,2%-ით ნაკლებია.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,8%-ით შემცირდა და 2,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2,1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 1,6%-ით ნაკლები.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-თებერვალში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

803,3

-12,2

იმპორტი

2 146,8

-1,6

სულ

2 950,1

-4,8

2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5,9%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, თხილი და სხვა კაკლოვანები და ა.შ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-ხუთი 2024 წლიან იანვარ-თებერვალში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

262,6

10,9

ღვინო

47,6

38,0

ფეროშენადნობები

42,1

-41,3

სპირტიანი სასმელები

35,1

45,2

ლითონის მადნები და კონცენტრატები

33,8

169,7

2024 წლის ორ თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა ძვირფასი ლითონის მადნებისა და კონცენტრატების (თითქმის 170%-ით), მედიკამენტების (99,6%-ით) და ალკოჰოლური სასმელების (45,2%-ით) ექსპორტი.
ამავე დროს, წლის დასაწყისიდან დავარდა ფეროშენადნობების ექსპორტი 41,3%-ით, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროსპილენძისა და კონცენტრატების - 14,2%-ით.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან, მედიკამენტები, სატელეფონო აპარატები, სატვირთო ავტომობილები, გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები და სხვა.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთი 2024 წლის იანვარ-თებერვალში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

მსუბუქი ავტომობილები

258,1

-35,9

ნავთობპროდუქტები

187,0

18,0

გაზი

127,1

-27,7

წამლები

102,8

44,0

სატელეფონო აპარატები

58,8

12,3

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაიზარდა იმპორტი საფრენი აპარატების - 470%-ით, ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 137,5%-ით და სატვირთო ავტომობილების - 93,7%-ით.
წლის დასაწყისიდან ასევე შემცირდა იმპორტი მსუბუქი ავტომობილების - 35,9%-ით, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 27,7%-ით.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წლის იანვარ-თებერვალში 471,8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 16%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-ხუთი 2024 წლია იანვარ-თებერვალში

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

თურქეთი

471,8

20,8

რუსეთი

410,6

-11,7

ჩინეთი

221,7

-10,2

აზერბაიჯანი

207,2

-16,0

აშშ

177,4

-27,7

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0