რუსეთში დააჯილდოვეს მოხალისე, რომელიც ოცმეთაურს გადაეფარა

  - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2024
გამოწერა
თბილისი, 20 მარტი − Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორდენით „სიმამაცისთვის“ დააჯილდოვა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილე სერგეი სოლენოვი, რომელმაც მეთაური გადაარჩინადა შემდგომში გმირობა ჩაიდინა ტანკ„ალიოშას“ ეკიპაჟის შემადგენლობაში, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„საბრძოლო დავალების შესრულებისას წინა პლანზე ყოფნისას, სერგეი სოლენოვმა (საძახისი „კოლიუჩი“) უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონი აღმოაჩინა ოცეულის მეთაურის, ლეიტენანტ ალექსანდრ ლევაკოვის თავზემოთ. დაინახა რა ყუმბარის უშუალო სიახლოვეს ჩამოგდება, ის უყოყმანოდ გადაეფარა მეთაურს, რითაც სიკვდილს გადაარჩინა“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
ლევაკოვმა განაგრძო მეთაურობა და მისმა ნაწილმა საბრძოლო ამოცანა შეასრულა. შემდგომში მან გმირობა ჩაიდინა ტანკ „ალიოშას“ ეკიპაჟის შემადგენლობაში.
ჯილდო მოხალისეს მოსკოვის პრეობრაჟენსკის რაიონის სამხედრო კომისარმა, პოლკოვნიკმა სერგეი ტრიგილევმა გადასცა.
„რა თქმა უნდა, გამიხარდა ასეთი მაღალი ჯილდოს მიღება, მაგრამ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე მხოლოდ ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი. ვფიქრობ, ლევაკოვიც ასე მოიქცეოდა. მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონზომიერი იყო, ლევაკოვი არ შეიძლებოდა დაზარალებულიყო იმ სიტუაციაში, თორემ თავის სამეთაურო ხასიათს ვერ გამოავლენდა“, − განაცხადა სოლენოვმა ცერემონიის შემდეგ.
როგორც სოლენოვმა თქვა, მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ის იყო, რომ დაჯილდოების ცერემონიალს ლევაკოვი დაესწრო და პირადად ჩამოართვა ხელი, მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა, რომ ჯილდო აბსოლუტურად დამსახურებული იყო.
„აფეთქების ხმა არ გამიგონია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. სერგეიმ თავის თავზე მიიღო ყველა ნამსხვრევი, მე მხოლოდ ერთი მომხვდა. მან უბრალოდ სიცოცხლე მაჩუქა! როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა, ჩვენ ის უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ, მე კი დავალების შესრულება გავნაგრძე. ბრძოლა არ მიმიტოვებია. ეს ყველაფერი მისი წყალობით მოხდა“, − განაცხადა ლევაკოვმა.
ტანკ „ალიოშას“ ეკიპაჟმა, რომელმაც ზაპოროჟიეს მიმართულებით მიმავალი უკრაინული ჯავშანტექნიკა შეაჩერა, მოწინააღმდეგის რვა ჯავშანმანქანა გაანადგურა. შემდეგ სატანკო ეკიპაჟი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ფარავდა მოტომსროლელ ქვედანაყოფებს.
მოწინააღმდეგის დანაკარგებმა, გარდა განადგურებული ტექნიკისა, 100-ზე მეტი მოკლული და დაჭრილი შეადგინა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეცოპერაციაში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრაზე „ალიოშას“ ეკიპაჟთან შეხვედრა გაიხსენა და თქვა, რომ ერთ-ერთ მათგანს იმ მებრძოლის პოვნას დაპირდა, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა.
ყველა ახალი ამბავი
0