https://sputnik-georgia.com/20240320/ionatamishvili-adamianis-uflebata-dacvis-komitetis-tavmjdomare-gaxda-286948453.html
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა
Sputnik საქართველო
იონათამიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე შეცვალა 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T13:19+0400
2024-03-20T13:19+0400
2024-03-20T13:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275222363_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_59545d0b25c7dbda2b81d161c214af40.jpg
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.პარლამენტმა იონათამიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 83-ხმით აირჩია.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.იონათამიშვილი მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/18/275222363_47:0:958:683_1920x0_80_0_0_ee99faa10531553a77807ea1878aa860.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა
იონათამიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე შეცვალა
თბილისი, 20 მარტი – Sputnik. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
პარლამენტმა იონათამიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 83-ხმით აირჩია.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 11 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა.
იონათამიშვილი მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის ფრაქციას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია.