ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულეს

© courtesy of Georgian Judo Federationვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2024
გამოწერა
აქტიური ძიუდოდან სპორტსმენების გაცილების ცერემონია თბილისში 23-24 მარტს, დიდი შლემის ტურნირის ფარგლებში ჩატარდება.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ-მდე წონითი კატეგორია) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ-მდე წონითი კატეგორია) სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადეს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
აქტიური ძიუდოდან სპორტსმენების გაცილების ცერემონია თბილისში 23-24 მარტს, დიდი შლემის ტურნირის ფარგლებში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას 50 ქვეყნიდან 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.
© photo: Georgian Judo Federation / FBავთანდილ ჭრიკიშვილი
Дзюдоист Автандил Чрикишвили  - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2024
ავთანდილ ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი - მსოფლიოს, ევროპის და ევროპული თამაშების ჩემპიონია. 2014 წელს „საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის" წოდება მიიღო.
ვარლამ ლიპარტელიანი არის 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ევროპული თამაშების პრიზიორი.
ლიპარტელიანი 35 წლისაა, ჭრიკიშვილი კი 32.
ყველა ახალი ამბავი
0