https://sputnik-georgia.com/20240320/arasamtavroboebi-veting-kontrolis-tema-ver-daixureba-286959157.html
არასამთავრობო ორგანიზაციები: ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღების თემა ვერ დაიხურება
არასამთავრობო ორგანიზაციები: ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღების თემა ვერ დაიხურება
Sputnik საქართველო
თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს, ნათქვამია განცხადებაში 20.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-20T21:39+0400
2024-03-20T21:39+0400
2024-03-20T21:39+0400
საქართველო
ქართული სასამართლო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/76/247057613_0:113:1476:943_1920x0_80_0_0_cf5dc73b06c324d8ed0fca707e0e27e9.jpg
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რამდენიმე ათეულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყანაში მოსამართლეების ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის დანერგვის აუცილებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერის განცხადების - „თემა დახურულია" პასუხად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის დანერგვის კატეგორიული წინააღმდეგია. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები კი სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი, ნათქვამია განცხადებაში.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.როგორც 47 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის გაუგებარია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/76/247057613_34:0:1442:1056_1920x0_80_0_0_d775b23e37b2b04731784f0ab8314ee1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
საქართველო, ქართული სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება
არასამთავრობო ორგანიზაციები: ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღების თემა ვერ დაიხურება
თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რამდენიმე ათეულმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყანაში მოსამართლეების ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის დანერგვის აუცილებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერის განცხადების - „თემა დახურულია" პასუხად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის დანერგვის კატეგორიული წინააღმდეგია. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები კი სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი", - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
როგორც 47 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.
„დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი ქონების ფლობის შესახებ საფუძვლიანი კითხვები არსებობს. ასევე, საგულისხმოა, რომ რამდენიმე გავლენიანი მოსამართლე სანქცირებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის". მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულებების წარდგენისკენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, მათთვის გაუგებარია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.