მოსაზრება: ბანდერელების მთელი ტერიტორია ცეცხლმა მოიცვა

© photo: Sputnik / Stanislav Krasilnikov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თანმიმდევრულად ათავისუფლებენ სპეცოპერაციის ზონაში განთავსებულ დასახლებულ პუნქტებს, მასიურად ანადგურებენ უკრაინელებისა და ნატოელი სპეციალისტების სამხედრო ობიექტებს. რუსეთის ჯარის წარმატებული შეტევითი მოქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს აშშ-ს პოლიტიკოსებსა და სამხედრო სპეციალისტებში.
18 მარტს კომბინირებული საჰაერო დარტყმები განახორციელეს უკრაინულ აეროდრომებზე, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის პუნქტებზე სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და როვნოს ოლქებში. რუსეთის არტილერიამ გაანადგურა დიდი რაოდენობით უკრაინული ჯარის ცოცხალი ძალა და ტექნიკა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში უკრაინელების დანაკარგები, დაჭრილების ჩათვლით, დღე-ღამეში თითქმის 900 კაცს შეადგენს.
ნატოს ჯავშანტექნიკა, რომლის ღირებულება ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, ეფექტურად ნადგურდება რუსული წარმოების „ლანცეტებითა“ და დრონებით, რომელთა თითო ერთეულის ღირებულება სულ რაღაც 30 ათასი რუსული რუბლია...

უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს „მე-5 მუხლის“ აგონია

რუსეთის ჯარი მუდმივად ახორციელებს წარმატებულ დარტყმებს უკრაინულ ფრონტზე. თეთრი სახლი შეშფოთებულია უკრაინული სამხედრო დანაყოფების დეგრადაციითა და უკან დახევით, საარტილერიო და საზენიტო საბრძოლო მარაგების დეფიციტით, იმით, რომ კიევის რეჟიმი ყოველდღიურად კარგავს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს... ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ბანდერელები აგონიაში არიან, ხოლო აშშ და ნატო განიცდიან სტრატეგიულ მარცხს.
პენტაგონის ლიდერი ლოიდ ოსტინი უკვე მერამდენჯერ უშედეგოდ ცდილობს, აიძულოს „დონორი ქვეყნები“, კიდევ რაიმე სამხედრო დახმარება გაუწიონ კიევს რამშტაინის ბაზაზე გერმანიაში... რუსეთთან პროქსი-ომის ორი წლის განმავლობაში, დასავლელმა და პროამერიკულმა ქვეყნებმა უკვე ყველაფერი გასცეს, რაც შეეძლოთ. აშშ-ს კონგრესი 2023 წლის დეკემბრიდან კიევის რეჟიმისთვის სამხედრო დახმარებას ბლოკავს და 61-მილიარდიანი პროექტის „რეანიმაცია“ ძალზედ საეჭვოა.
გამოცემა The Telegraph-ის მონაცემებით, დღეს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებს შეუძლიათ, განახორციელონ დარტყმა ხუთიდან მხოლოდ ერთ რუსულ რაკეტაზე. ჟურნალი Military Watchაღნიშნავს, რომ მარტის დასაწყისში უკრაინული ჯარის მოწინავე პოზიციები კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა საავიაციო დარტყმებისთვის - მას შემდეგ, რაც „ისკანდერებმა“ დონბასში გაანადგურეს რამდენიმე Patriot -სდანადგარი...
ყველაფერი ეს ძალიან უარყოფითად აისახება უკრაინელი ჯარისკაცების მორალურ მდგომარეობაზე, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ იმაზე, რომ ტექნოლოგიურად მოძველებული ამერიკული იარაღი შეძლებდა, :გარდატეხა შეეტანა ომის მსვლელობაში“. Foreign Policy კი ადასტურებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცების დაღუპვის ძირითადი მიზეზია საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტი, რომელიც ყოვედღიურად სულ უფრო ღრმავდება: „თუ დასავლეთი კიევის პრობლემებს სერიოზულად არ მიუდგება, უკრაინას კრახი ელოდება“...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრახს წინასწარმეტყველებს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ცვლილებები მოხდება თეთრ სახლში. ვინაიდან “ ნატოს არ გააცნია არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ იარსებოს. ორგანიზაცია იმთავითვე შეიქმნა ტყუილზე, საბჭოთა კავშირი არ აპირებდა ევროპის დაპყრობას ტანკებით, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია კი გახდა პასუხი ალიანსის შექმნაზე“...
გამომცემლობა The American Conservative -მ ცალკეულ ევროპელ მოღვაწეებს ახსენებს: „ნატო თავდაცვითი ალიანსია... თუ თქვენ კარს გააღებთ და ეცდებით, ვიღაც გარედან დაიცვათ, იმის მოლოდინით, თითქოს, კლუბის სხვა წევრები თქვენ დაგიცავენ, ძალიან ცდებით“. მეორეს მხრივ, ბანდერელების უკრაინა წარმოადგენს მესამე მსოფლიო ომის „ნაპერწკალს“ და ამიტომაც რუსეთის სპეცოპერაცია, უბრალოდ, განწირულია უახლოეს დროში წარმატებული დასრულებისათვის...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0