https://sputnik-georgia.com/20240319/parlamentma-prezidentis-vedo-dazlia-286938857.html
პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ვეტოს ერთ-ერთი მიზეზი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება. 19.03.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-03-19T20:50+0400
2024-03-19T20:50+0400
2024-03-19T20:50+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852017_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_199327e7ab4637d7e4923aa334c4eca1.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო დაძლია და კანონი 78 ხმით მიიღო.5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. კერძოდ, მისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ, ცვლილებების ხელახალი მიღება ორ ეტაპად ხდება: ჯერ დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, შემდეგ შემდეგ კი კანონპროექტის მიღებას.პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61 - წინააღმდეგ წავიდა.სადავო ცვლილებებიცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852017_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9319014c50005cd24b8251f63acf98e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პრეზიდენტის ვეტოს ერთ-ერთი მიზეზი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტო დაძლია და კანონი 78 ხმით მიიღო.
5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. კერძოდ, მისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემდეგ, ცვლილებების ხელახალი მიღება ორ ეტაპად ხდება: ჯერ დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, შემდეგ შემდეგ კი კანონპროექტის მიღებას.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი 21-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61 - წინააღმდეგ წავიდა.
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.