ოქროს კონტრაბანდა - დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Stringerოქროს ნაკეთობები
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 706 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები მის კუთვნილ ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავით შემოიტანა. მეორე შემთხვევაშიც ბრალდებულმა ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით შემოიტანა არადეკლარირებული 507 გრამი ოქროს ნაკეთობები.
ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური ღირებულება 130 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით („საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა"), რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ყველა ახალი ამბავი
0