საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე: მთავარია კონსტიტუციის დაცვა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. კანონპროექტი, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, კონსტიტუციის პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა შემუშავდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება.
კობახიძის თქმით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა და ის პირადად არ არის ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია.
„მსოფლიოს მასშტაბით არის ნეგატიური ტენდენციები და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ამ ნეგატიურ ტენდენციებს წერილი დავუსვათ. ამისთვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები, მთავარია, რომ ეს კანონპროექტი შემუშავდეს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა კობახიძემ.
დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0